მეტისმეტს როდი გთხოვს ქრისტე იმისათვის, რომ თვისი წმინდა ნიჭები გიბოძოს, მხოლოდ აღიარე: თუ გაქვს კიდეც რაიმე კარგი - მისია. და თანაუგრძნე მას, ვისაც არა გააჩნია რა. ნუ განიკითხავ იმისთვის, რომ უქონელია, რომ ცოდვილია, ავი, უკეთური,...
იხილეთ სრულად
მეტისმეტს როდი გთხოვს ქრისტე იმისათვის, რომ თვისი წმინდა ნიჭები გიბოძოს, მხოლოდ აღიარე: თუ გაქვს კიდეც რაიმე კარგი - მისია. და თანაუგრძნე მას, ვისაც არა გააჩნია რა. ნუ განიკითხავ იმისთვის, რომ უქონელია, რომ ცოდვილია, ავი, უკეთური, მოლაყბე, ქურდი, მეძავი თუ ცრუ. თუ ამგვარ ცოდნას შეიძენ, ვერასდროს შეძლებ ადამიანის განკითხვას, სასიკვდილო ცოდვაშიც რომ იხილო. რადგან მყისვე ამბობ: "არა აქვს, ქრისტე ჩემო, შენი მადლი, ამიტომ სცოდავს. თუ მიმატოვებ, მე უარ...
აი, შენ შეიტყვე, რომ თიხა ხარ, გლახაკი და შიშველი. ახლა კი ევედრე იმას, ვისაც ძალუძს ბუნების აღდგენა და შენი გამდიდრება. და თუკი გიბოძებს ბევრსა თუ მცირეს, პატივი მიაგე შენს კეთილისმყოფელს და სხვისას საკუთარივით ნუ მიითვისებ. ტკივ...
იხილეთ სრულად
აი, შენ შეიტყვე, რომ თიხა ხარ, გლახაკი და შიშველი. ახლა კი ევედრე იმას, ვისაც ძალუძს ბუნების აღდგენა და შენი გამდიდრება. და თუკი გიბოძებს ბევრსა თუ მცირეს, პატივი მიაგე შენს კეთილისმყოფელს და სხვისას საკუთარივით ნუ მიითვისებ. ტკივილითა და ცრემლებით მიიღებ მადლს. და ისევ, სიხარულისა და მადლიერების ცრემლით შეინარჩუნებ მას. სითბოთი და მოშურნეობით მოიზიდავ, სიცივითა და სიზარმაცით კი დაკარგავ
თუკი, მაგალითად ამბობ: "ცოდვილი ვარ!" შინაგანად კი ფიქრობ, რომ მართალი ხარ, ხიბლს ვერ გაექცევი. მადლს დარჩენა სურს, მაგრამ რადგან შენ სინამდვილეში ჯერ კიდევ ვერ გიპოვია ჭეშმარიტება, იგი იძულებულია, დაგტოვოს. ვინაიდან სხვაგვარად უე...
იხილეთ სრულად
თუკი, მაგალითად ამბობ: "ცოდვილი ვარ!" შინაგანად კი ფიქრობ, რომ მართალი ხარ, ხიბლს ვერ გაექცევი. მადლს დარჩენა სურს, მაგრამ რადგან შენ სინამდვილეში ჯერ კიდევ ვერ გიპოვია ჭეშმარიტება, იგი იძულებულია, დაგტოვოს. ვინაიდან სხვაგვარად უეჭველად შენს გულისსიტყვაში იფიქრებ, რომ ის ხარ, რაც სინამდვილეში არ ხარ, მეტი კი რაღაა ხიბლისთვის საჭირო და ამიტომ მადლი არ რჩება
დასაბამიცა და ჭეშმარიტებაც ისაა, რომ შეიცნო, რომ არარა ხარ, ნული და რომ არაფრისგან წარმოიშვა ყველაფერი. "თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს". თქვა და შეიქმნა დედამიწა და აიღო თიხა და გამოსახა კაცი: უსულო, უჭკუო, უბრალოდ ...
იხილეთ სრულად
დასაბამიცა და ჭეშმარიტებაც ისაა, რომ შეიცნო, რომ არარა ხარ, ნული და რომ არაფრისგან წარმოიშვა ყველაფერი. "თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს". თქვა და შეიქმნა დედამიწა და აიღო თიხა და გამოსახა კაცი: უსულო, უჭკუო, უბრალოდ თიხის ადამიანი. ეს არის შენი საკუთარი არსება. ესა ვართ ყველანი, მიწა და ლაფი.ეს პირველი გაკვეთილია მისთვის, ვისაც მადლის მიღება სურს, ოღონდ ისე, რომ მადლი სამუდამოდ მასთან დარჩეს. ამით იგი შემეცნებას იძენს, ამ უკანასკნელ...
მადლი, დიდი თუ მცირე ნიჭია უკიდეგანო ღმრთაებრივი მდიდრადგაცემიდან, რომელსაც იგი, როგორც სახიერი, გასცემს თავისი უსაზღვრო სიკეთიდან. და ისევ იღებს რა იმას, რასაც ჩვენ მას ვაძლევთ მადლიერების გამო, ანუ ღმრთის შემეცნებას, რომლისგანაც...
იხილეთ სრულად
მადლი, დიდი თუ მცირე ნიჭია უკიდეგანო ღმრთაებრივი მდიდრადგაცემიდან, რომელსაც იგი, როგორც სახიერი, გასცემს თავისი უსაზღვრო სიკეთიდან. და ისევ იღებს რა იმას, რასაც ჩვენ მას ვაძლევთ მადლიერების გამო, ანუ ღმრთის შემეცნებას, რომლისგანაც აღმოცენდება განცვიფრება, სიყვარული, მსახურება, გალობა, დიდებისმეტყველება - ყველაფერ ამას იღებს რა, სახიერი მომცემელი, კვლავ მოგვაგებს თვისთაგან თვისს, "შენნი შენთაგან".თავისი სიმდიდრიდან გვაჯილდოვებს და ჩვენ, ღატაკნი, ბ...
სულიერი მდგომარეობა სამ რიგად იყოფა და მადლიც შესაბამისად მოქმედებს ადამიანში. ერთ მდგომარეობას ეწოდება განმწმენდელი, იგი ადამიანს განწმენდს. იგი კაცს სინანულად აღძრავს. იგი საიდუმლოდ აღასრულებს ყოველივეს. ეს მადლი, იმ შემთხვევაში...
იხილეთ სრულად
სულიერი მდგომარეობა სამ რიგად იყოფა და მადლიც შესაბამისად მოქმედებს ადამიანში. ერთ მდგომარეობას ეწოდება განმწმენდელი, იგი ადამიანს განწმენდს. იგი კაცს სინანულად აღძრავს. იგი საიდუმლოდ აღასრულებს ყოველივეს. ეს მადლი, იმ შემთხვევაში თუ თავს აიძულებ, გარკვეული წლების მანძილზე რჩება შენთან. ხოლო თუკი ადამიანი შინაგან ლოცვაში წარემატა, იღებს სხვა მადლს, წინანდელისაგან ერთობ განსხვავებულს.პირველ მადლს, როგორც ვთქვით, გრძნობა-მოქმედება ჰქვია და იგი განმ...
ვინც მადლის შემწეობის ძიების შემდეგ მას შეიგრძნობს, უნდა განიმსჭვალოს აუცილებებლი გამოსწორების სურვილით. მაგრამ მისი სისავსისა და სრულყოფილებისათვის ახლა დამატებით იჩენს თავს გაცნობიერებული სურვილი - გონება მოითხოვს, ადამიანი კი თ...
იხილეთ სრულად
ვინც მადლის შემწეობის ძიების შემდეგ მას შეიგრძნობს, უნდა განიმსჭვალოს აუცილებებლი გამოსწორების სურვილით. მაგრამ მისი სისავსისა და სრულყოფილებისათვის ახლა დამატებით იჩენს თავს გაცნობიერებული სურვილი - გონება მოითხოვს, ადამიანი კი თავს აიძულებს, ასეთ სურვილს მოსამზადებელი შრომით შეეგებოს. ასევე ჩნდება თანაგრძნობის სურვილი, რომელიც მადლის აღმგზნები ზემოქმედებით ჩაისახება. და ბოლოს, აღიძვრის მოქმედების სურვილი: ახლავე დაიწყოს დაცემული ყოფიდან წამოდგო...
შინაგანი ცხოვრების ჩასახვამდე და ღმერთთან ურთიერთობის ან მადლის ზემოქმედების საგრძნობ განცხადებამდე, ადამიანი ხშირად თვითნებურად მოქმედებს და ძალისხმევას ამ საქმეს ახმარს, მაგრამ - უშედეგოდ. მალე ძალა გამოეცლება და მთელი სულით ნებ...
იხილეთ სრულად
შინაგანი ცხოვრების ჩასახვამდე და ღმერთთან ურთიერთობის ან მადლის ზემოქმედების საგრძნობ განცხადებამდე, ადამიანი ხშირად თვითნებურად მოქმედებს და ძალისხმევას ამ საქმეს ახმარს, მაგრამ - უშედეგოდ. მალე ძალა გამოეცლება და მთელი სულით ნებდება მადლის ყოვლისშემძლეობას. მაშინ მას უფალი ეწევა და თავისი წყალობით მასში შინაგანი სულიერი ცხოვრების ცეცხლს აღანთებს. ამ დიადი გადატრიალების საქმეში ადამიანის ძალისხმევა რომ არაფერს ნიშნავს, ეს მან გამოცდილებით იცის. ...
უფალი ხედავს შენს საჭიროებებს და შრომას. გამოგიწვდის დახმარების ხელს, გაგამაგრებს და გაგაძლიერებს ისე, როგორც საბრძოლველად გამზადებულ მეომარს. აი, ვის უნდა დაეყრდნო! სულს ხიფათი მაშინ ელის, როდესაც ის საყრდენის პოვნას საკუთარ თავშ...
იხილეთ სრულად
უფალი ხედავს შენს საჭიროებებს და შრომას. გამოგიწვდის დახმარების ხელს, გაგამაგრებს და გაგაძლიერებს ისე, როგორც საბრძოლველად გამზადებულ მეომარს. აი, ვის უნდა დაეყრდნო! სულს ხიფათი მაშინ ელის, როდესაც ის საყრდენის პოვნას საკუთარ თავში ცდილობს; მაშინ ის ყველაფერს კარგავს. ისევ დაეუფლება მას ბოროტება, ისევ დაბნელდება მასში არსებული ჯერ კიდევ სუსტი სინათლე და ჩაქრება მასში ძლივს დანთებული კოცონი. სული თუ აცნობიერებს თავის უძლურებას, ნუღარაფერს მოელის ს...