ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
151. ნუ გსურს უცხო უკეთურებათა მოსმენა, რადგან ამგვარი სურვილის შედეგად ხსენებულ უკეთურებათა აღბეჭდილობანი ჩვენშიც შთაისახება.
92. ბოროტებანი ერთიმეორისგან გამომდინარე იკრებენ ძალას. მსგავსადვე, სიკეთეებიც ურთიერთის მიერ იზრდებიან და მათთან წილმქონეს უფრო და უფრო წინ მიასწრაფებენ
47. ყოველგვარი ბოროტება ბოლოვდება აკრძალული სიამოვნებით, ყოველგვარი სათნოება კი - სულიერი ნუგეშისცემით. პირველი მათგანი, იუფლებს რა, აღძრავს "თავისიანებს", ისევე როგორც მეორეც - "თანამონათესავეებს" თავისას.
168. ისევე როგორც შობაში არის ვნება, რადგან რაც კი ამ ცხოვრებაში წარმოიშვება, იხრწნება კიდეც, ამგვარადვე არის ვნებაში ბოროტება. მაგრამ ნუ იტყვი, რომ არ შეუძლია ღმერთს ბოროტების აღმოფხვრა, რადგან ამის მთქმელი უგრძნობოდ და უგუნურად ... იხილეთ სრულად
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ... იხილეთ სრულად
89. ბოროტება ნივთის ვნებაა, მაგრამ ამის მიზეზი ღმერთი როდია, რომელმაც მიჰმადლა ადამიანებს მცოდნეობა, მეცნიერება, სიკეთისა და ბოროტების განსჯის უნარი, თვითუფლებრივობა. ბოროტების ვნებათმშობელი ადამიანთა უღვაწობა და მცონარებაა, ღმერთ... იხილეთ სრულად
54. ბოროტებისგან აღვსებულნი და უმეცრებით მთვრალნი ვერ ცნობენ ღმერთს, რადგან ვერ მღვიძარებენ სულით, მაგრამ ღმერთი გონითია და იგი, თუმც უხილავი, უცხადესია ხილულთა შორის, ისევე როგორც სხეულში სული, და თუ სხეული უძლურია მედეგობდეს სულ... იხილეთ სრულად
52. სპეტაკი სული, არის რა კეთილი, ღვთისგან ნათდება და ბრწყინდება. ასეთ დროს გონებაც კეთილს საზრობს და ღვთისმოყვარე სიტყვებს შობს. მაგრამ როდესაც სული ბოროტებისგან დაჭაობდება, ღმერთი განეკრძალვის მას, უკეთ, თვით სული განაშორებს თავ... იხილეთ სრულად
51. ბოროტება, შეცნობილი სულის მიერ, უმყრალესი მხეცისებრ მოიძაგება, ვერშეცნობილი კი შეიყვარება იმისგან, ვინც მის შესახებ უმეცარია და ვისაც შემდეგ ატყვევებს იგი, იმონებს რა თავის მეტრფეს, რომელიც, გაუბედურებული და უბადრუკი, ვერ ხედა... იხილეთ სრულად