ნიჭი, ტალანტი - ციტატები, გამონათქვამები
ნიჭი, ტალანტი - ციტატები, გამონათქვამები ნიჭი, ტალანტი, გამონათქვამები, ციტატები
გონიერი და განსჯადი ადამიანი, სულიერი წარმატების წყალობით, სასარგებლოდ იყენებს არა მხოლოდ სახიერი ღმერთისგან ნაბოძებ ნიჭსა და იმ სიკეთეს, რასაც სხვა ადამიანები უკეთებენ, არამედ თანამოძმეთა მხრიდან ყველა წყენას, შეურაცხყოფასა და მი... იხილეთ სრულად
ისინი, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტნიათ მოშურნეობის ღვაწლს შეუდგნენ, თავიანთ ცხოვრებას მიაჩანჩალებენ და ჟამის შესახებ არ ფიქრობენ, ყოველთვის დათრგუნვილნი არიან სულიერად, ხორციელად კი – სნეულნი; ხოლო ყველა ის ნიჭი, რაც ღვთისაგან მიეცათ... იხილეთ სრულად
ვინც ბუნებრივი სათნოებებით დაიბადა, მასთან შედარებით იმისი პატივი მეტია, ვინც ეს სათნოებები ღვაწლის გზით მოიმუშაკა; ამიტომ, ვისაც ღვთისაგან რაიმე ნიჭი ებოძა, ის უნდა გააორმაგოს, რომ გაიგონოს: "კეთილ, მონაო, სახიერო..." (მთ. 25, 21... იხილეთ სრულად
პავლე მოციქული პიროვნებისათვის ღვთისაგან მონიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს გამოყოფს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკიცესი საძირკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის. რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტ... იხილეთ სრულად
როგორც ქმნილებათა სხვადასხვაგვარობა შეადგენს სილამაზეს ნივთიერ სამყაროში: ასევე ტალანტთა სხვადასხვაობა და ადგილი ადგილი ადამიანთა საზოგადოებაში შეადგენს სულიერი სამყაროს სილამაზეს.
ის, რომ ყველას არათანაბარი ნიჭი მიეცა, ხელს არავის უშლის, რომ ერთნაირ ნეტარებას მიაღწიონ.
ვინც თავს უნიჭოდ მიიჩნევს, იგი ან ვერ აცნობიერებს ღვთის ძღვენს, ან სურს მეტისმეტი, ან თავისი უქნარობის გამო ისიც დაკარგა, რაც ღმერთისგან მიუღია.
როცა ღმერთი იმდენს არ გაძლევს, რამდენიც შენ გინდა, ან შენს თავს სხვებს ამჯობინებს, ამით ნუ განაწყენდები, თავი უღირსად მიიჩნიე ამ ძღვენისა, იმითაც კმაყოფილი იყავი, რაც გაქვს, ადიდე შემოქმედი უფლის განგება, რამეთუ იგი ყოველთვის წმიდ... იხილეთ სრულად
ცოდვაა საკუთარ თავს უნიჭო ადამიანად თვლიდე: ვინაიდან ყოველ ადამიანს ღმერთი აძლევს ტალანტს - იმდენ ძალასა და საშუალებას, რამდენსაც დაიტევს მისი ბუნება და რამდენიც საჭიროა მისთვის საბოლოო მიზნის მისაღწევად.