თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფლება, გამონათქვამები, ციტატები
ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა. წმ. პავლე მოციქული წერს: „თავისუფლებისათვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთმანეთს“ (გალ. 5, 13).
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. „სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (ინ. 8, 32), - ბრძანებს მაცხოვარი.
შენი ჯვარი რომ იტვირთო, შინაგანი თავისუფლება უნდა მოიპოვო. ჩვენ კი ხშირად ეგოისტური მოთხოვნილებების, შურის, სიცრუის, ამპარტავნებისა და სხვა ცოდვათა მონები ვართ. მათ დასაძლევად საკმაოდ მძაფრი, ხანგრძლივი სულიერი ბრძოლაა საჭირო, რას... იხილეთ სრულად
ცნობილია, რომ ყველა ხალხი, რომელმაც კი ქრისტიანობა მიიღო და შეიყვარა, სულიერი კულტურის აყვავების გზას დაადგა. ქართველ ხალხს კი ქრისტიანულმა მადლმა გაცილებით მეტი მოუტანა, ვიდრე სულიერი კულტურის აყვავებაა. ქრისტიანობის გარეშე ჩვენ,... იხილეთ სრულად
ადამიანი ღვთისაგან ნაბოძები თავისუფლების არასწორი გამოყენების გამო აღმოჩნდა ეშმაკის მონობაში. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავისუფლების მადლი ცოდვით დაცემულ ადამიანსაც კი არ წაართვა და მას შემდეგ, რაც თავისი ჯვარცმით გამოიხსნა კაცობრ... იხილეთ სრულად
სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგად... იხილეთ სრულად
ღმერთმა მოგვანიჭა თავისუფლება და ვალდებულნი ვართ, ვისწავლოთ თავისუფალ მოქალაქეთა მსგავსად აზროვნება და მოქმედება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გაქცევა თავისუფლებისაგან არის გაქცევა ღვთისაგან, რადგან უფალი სულია, ხოლო სადაც ა... იხილეთ სრულად