ავტორი:
ილია II
თემა:
ლოცვა, სიყვარული მოყვასისადმი, წუთისოფელში ცხოვრების მიზანი, ჭეშმარიტი ქრისტიანობა, თავისუფლება, წუთისოფლის სიამოვნებანი
მხოლოდ ასე მოვიპოვებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას!
მხოლოდ ასე მოვიპოვებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას!
ვინც მიხვდა სიცოცხლის არსს და ღმერთთან სიახლოვე სურს, სიყვარულით უნდა დაემორჩილოს უფალს და დაამყაროს მასთან ლოცვითი კავშირი; შეიყვაროს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და მას შეძლებისდაგვარად დაეხმაროს; უნდა ამაღლდეს ფიზიკური და სულიერი შრომით და მიწიერი სურვილები და ხორციელი მდაბალი მიდრეკილებები დაძლიოს.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება და ღვთისსათნო სულიერი მდგომარეობის აღდგენა.