კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
შვილო, შევიყვაროთ თავმდაბალი აზროვნება. თუ უფალს ჩვენი სიშიშვლის გამო შევებრალებით, ცოტაოდენი ლოცვის უნარს მოგვცემს და ჩვენს სულს ღვთაებრივი სამოსით შემოსავს. მაშინ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ დავსვაროთ იგი დაუდევრობით, ამპარტავნები... იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანი რაიმეს კეთილი განზრახვით აკეთებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს არასწორი იყო, ღმერთი, რომელიც გულს ხედავს და თითოეული საქციელის მიზანს აკვირდება, საქმეს გამოასწორებს და ადამიანს გაანათლებს, რომ მიხვდეს, რაში შეცდა.
უფლის შეწევნის გარეშე რაიმე სიკეთის კეთება შეუძლებელია, ამიტომ დიდი სიმდაბლეა საჭირო, რომ ჩვენი სულების განსვენება ვიპოვოთ.
კეთილი და სასარგებლო საქმეები აღასრულე ახლავე, სანამ სული გიდგას, თორემ მოვა დრო, როცა სხეული ცხონების საქმისთვის ვეღარ გაირჯება!