თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები
თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები
ქრისტესთან ყოფნა, ცხოვრება მასში, სიცოცხლის აზრის მიგნებას ნიშნავს. სიცოცხლის აზრი - თავგანწირული სიყვარულია.
ძნელია ვისწავლოთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა, თუ ღვთაებრივი სიყვარულით არ ვართ გამთბარნი, ეს კი გულისხმობს თანადგომას არა მარტო განსაცდელში მყოფთადმი, არამედ შეურაცხმყოფელთადმიც, ეს გულისხმობს ეგოიზმის უარყოფას, უშურველობას, მორჩი... იხილეთ სრულად
დიდება რომ შევწიროთ უფალს, არ არის საკმარისი მარტო რწმენა, ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე, ხოლო „რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს თავგანწირვას, ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას. ამავე დროს, ქორწინებით ხდება ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალება. ცნობილი რომაული კანონი ქორწინების შესახებ ამბობს: „ქორწი... იხილეთ სრულად
ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩ... იხილეთ სრულად
სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: „არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის“ (ინ. 15, 13).
ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმენისა... იხილეთ სრულად
გახსოვდეთ, ქორწინება სიყვარულთან ერთად თავდადებასაც გულისხმობს. საუკუნო სიყვარულისა და ერთგულების ფიცით შეკავშირებული მეუღლენი მიემართებიან ერთი გზით, რომელიც მარტო ია-ვარდით არ არის მოფენილი და რომელზეც ხშირად ნარ-ეკალი გვხვდება.
პატრიოტი სიცოცხლის გამწირველია. თუ დასჭირდება, უნდა თავიც დადო. აბა, სხვა რას დავარქვათ პატრიოტი?