წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
შვილო ჩემო, სულის ნეტარი სიმშვიდის მოსაპოვებლად მრავალი წლის შრომა აღარ დაგჭირდება, თუ იმთავითვე მთელი სულით უპატიობის დათმენას შეუდგები.
ნუ იფიქრებ, რომ სულიერ მამასთან ცოდვათა აღიარებისას საჭირო არ არის მისი - როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მე მინახავს, რომ მსჯავრდებულმა ავაზაკებმა თავიანთი საწყალობელი და საბრალო სახით, გულწრფელი აღიარებით და დამაჯერებელი თხო... იხილეთ სრულად
შენი წყლულები აჩვენე მკურნალს და ნუ შეგრცხვება უთხრა მას: - მამაო, ეს არის ჩემი წყლულები, ესაა ჩემი ჭრილობები, ისინი ვინმე სხვამ კი არ შემამთხვია, არამედ საკუთარი სიზარმაცით დამემართა. არავინ არაა დამნაშავე, არც ადამიანი და არც ბო... იხილეთ სრულად
ვინც ზოგჯერ უჯერებს სულიერ მამას და ზოგჯერ - არა, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, ვინც მტკივან თვალზე ზოგჯერ სამკურნალო სალბუნს იფენს, ზოგჯერ კი - კირს. რადგან წერილი ამბობს: უკეთუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებს გარდა დაღლ... იხილეთ სრულად
ვნახე მორჩილები, რომელთა გულიც ლმობიერებით იყო აღსავსე: მოკრძალებულნი, თავშეკავებულნი, გულმოდგინენი, რომელთაც ყოველგვარი ბრძოლა და ვნება დასძლიეს და ღვაწლის მოშურნენი გახდნენ, მათ ეს მდგომარეობა სულიერი მამის მფარველობით მოიპოვეს.... იხილეთ სრულად
როგორც გველს ვიწრო ხვრელში გაძრომის გარეშე ძველი პერანგის მოშორება არ შეუძლია, ასევე ჩვენ ვერ განვიმოსავთ თავდაპირველ ჩვეულებებს, სულის სიბილწესა და ძველი კაცის სამოსს, თუკი მარხვისა და შეურაცხებით ვიწრო და ძნელი გზით არ ვივლით.
როგორც ხვრელიდან სახლში შეპარული მზის სხივი ანათებს იქაურობას ისე, რომ მცირე მტვერიც კი ჩანს, ასევე ღვთის შიში კაცის გულში შეღწეული მას საკუთარ მცირე და დაფარულ ცოდნებსაც აჩვენებს.
როგორც მეფეთა სიმდიდრის მხილველი გლახაკები უმეტესად შეიცნობენ საკუთარ სიღატაკეს, ასევე სული, რომელიც მამებისა და მოწამეების უმაღლეს სათნოებებს გამოიძიებს, უმეტესად იმდაბლებს თავს.
კარგად შეისწავლე შენში არსებული ყოველი სათნოებისა თუ ვნების სიმცირე და სიდიდე, ამის შემდეგ კი მათ ზრდასა და შემცირებას დააკვირდი და ამგვარად შეიტყობ მათ ზომასა და წარმატებას.