სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
სიკეთენი და მოწყალებანი და ყოველგვარი გარეგნული სათნოება როდი არბილებს გულის სიზვიადეს, არამედ გონებრივი ქმედება, სინანულის ტკივილი, შემუსვრილება და სიმდაბლე, ყოველივე ეს ამდაბლებს აზრთა უწესო მდინარებას.
სინანულის ღვაწლი და ვნებებთან ბრძოლა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გრძელდებოდეს.
ქრისტიანი, სიამოვნებაზე უარის თქმით ან ნაკლულევანებით იტანჯება, ან თუ სიამოვნებას დაუშვებს, სინანულით უნდა დაიტანჯოს.
ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა - მუდმივი, სიცოცხლის დასასრულამდე სინანული.
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება. თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს გახსოვდეს ღმერთი და აღარასდროს გექნება სინანულის ნაკლებობა.
შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე.
როგორც კი ადამიანი მისთვის მიცემულ კეთილსასურველ შესაძლებლობას გამოიყენებს – ღმერთსა და მომავალ მარადიულ ცხოვრებას ირწმუნებს, ანუ, როცა ცხოვრების უღრმეს აზრს ჩაწვდება, მონანული გარდაქმნის მას და მაშინვე მოვა მასთან საღვთო ნუგეში ღ... იხილეთ სრულად
სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება.