უფალს მიუძღვენი ყოველი დღისა და ღამის ნაწილი - მადლობა ლოცვით შესწირე მას წარსულისათვის, სთხოვე კურთხევა მომავლისა და დღის განმავლობაში იმ საათებიდან, რომლებსაც წუთისოფელი და მისი საქმენი გტაცებენ, შეძლებისდაგვარად მიიტაცე წუთები,...
იხილეთ სრულად
უფალს მიუძღვენი ყოველი დღისა და ღამის ნაწილი - მადლობა ლოცვით შესწირე მას წარსულისათვის, სთხოვე კურთხევა მომავლისა და დღის განმავლობაში იმ საათებიდან, რომლებსაც წუთისოფელი და მისი საქმენი გტაცებენ, შეძლებისდაგვარად მიიტაცე წუთები, რათა გაიხსნო უფალი, საიდუმლოდ აღამაღლე მის წინაშე გული და აზრი, ღვთისმოსავი მადლიერებით, და თუ ამაში ყურადღებითა და მუდმივად იმეცადინებ, საკუთარ თავში აღმოაჩენ იმას, რაც ფსალმუნში წერია: "მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩე...
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის ს...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის სიყვარული. შიშში იმიტომ, რომ უნდა ეშინოდეს რაიმე ცუდი ზრახვებით არ აწყენინოს ღმერთს
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ის...
იხილეთ სრულად
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ისტორია და რაც, უწინარეს ყოვლისა, საჯილდაო ქვაა რაციონალისტებისათვის, ანუ მათთვის, ვინც ნამდვილად და უეჭველად აღიარებს მხოლოდ გონებისათვის მისაწვდომს და იმას - რაც ბუნების კანონებიდან გამომდინარეობს.
განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი საუბრობს, ზოგჯერ ადამიანური ცნობიერება არ კმარა?! რაოენ ხშირია, რომ ბავშვს არ ესმის სრულყოფილად ის, რასაც მას სრულწლოვანი ეუბნება.