სიყვარული მტრისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მტრისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მტრისადმი, გამონათქვამები
თუ სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რომელიც აღქმული არის როგორც ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობა, არ არის სიყვარული მტრების მიმართ, ამასთანავე ყველა ქნილების მიმართ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჭვრეტა იყო არა ჭეშმარიტი, ე. ი. არა... იხილეთ სრულად
ვისაც არ უყვარს მტრები, მასში არ არის ღვთის მადლი. მოწყალეო უფალო, სულიწმიდით გვასწავლე მტრებისადმი სიყვარული და ცრემლიანი ლოცვა მათზე. ო, უფალო, მოგვეცი სულიწმიდა დედამიწაზე, რათა ყველამ შეგიცნოს შენ და ისწავლოს შენი სიყვარული.
სულის ბედნიერი მდგომარეობაა, როდესაც ყველა გიყვარს! მაცხოვარმა ბრძანა: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" როდესაც გაგვიმჟღავნა საიდუმლო იმისა, როგორ დავიმკვიდროთ ამქვეყნადვე სასუფეველი.
უდიდესი სათნოებაა მტრის სიყვარული! უდიდესია გმირობა ქრისტიანული სულისა, რომელიც მოყვასს წყენას მიუტევებს, მაგრამ სიძულვილის ნაცვლად გულითადად ეყვარება და უფლის წინაშე მისთვის ილოცებს! მაგრამ ასეთი გმირობისათვის ჯილდოც უდიდესია - ზ... იხილეთ სრულად
თვითონ ღირსების გრძნობამ ქრისტეს მცნების - მტრის სიყვარულის აღსასრულებლად უნდა აღგვძრას, რათა მათ წყენა მივუტევოთ და სიკეთე მივაგოთ (მათე 5, 44).
მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისათვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან ... იხილეთ სრულად
მტრის სიყვარული საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ იგი მეგობრად აქციო
შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის მოთმინებია, თავაზიანობის, ქველმოქმედების შემხედვარე მისმა მტერმა ოდესმე ჯერ სინანული არ იგრძნოს, შემდეგ უკვე სიბრალული უდანაშაულოდ ტანჯულისადმი, ანდა საკუთარი თავის, როგორც ბოროტების საბრალო ი... იხილეთ სრულად