წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ვინც ლომს უალერსებს, ხშირად იმორჩილებს მას, ხოლო ვინც სხეულს აამებს, მის გაუმაძღრობას აძლიერებს
მონაზონი არის ის, ვისაც ისე სურს სათნოებათა აღსრულება, როგორც გემოთმოყვარეს - თავისი გულისთქმის
როცა ხორცი გძლევს, შრომით შემუსრე იგი, თუ უძლურების გამო ეს არ ძალგიძს, მაშინ მღვიძარებით ებრძოლე
უფლის ძღვნის გემოსხილვა შობს იმედს, ხოლო, ვისაც ამის გემო არ უხილავს, შეუძლებელია, რომ არ დაეჭვდეს
ჭიანჭველა მარცვლის დამწიფებას ელის, ხოლო პატივმოყვარეობა ელის, რომ მონაზვნის სიმდიდრე მიიტაცოს.
ვნახე უბრალონი, რომელთაც მზაკვართაგან მზაკვრობა ისწავლეს და როდესაც ეს ბუნებად ექცათ, დაიღუპნენ
თუ ნათელი არ არის, ყოველივე დაბნელებულია, ხოლო თუ სიმდაბლე არ არის, ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის