ეკრანი ერთ სახლში, ერთ ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან აუცხოებს, ცვლის რა ცოცხალ, პიროვნულ ურთიერთობებს ილუზორული ოცნების აჩრდილებით. ცოცხალი ადამიანის შეგრძნების დაკარგვას მივყავართ მისდამი სიყვარულის და თანადგომის დაკარ...
იხილეთ სრულად
ეკრანი ერთ სახლში, ერთ ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან აუცხოებს, ცვლის რა ცოცხალ, პიროვნულ ურთიერთობებს ილუზორული ოცნების აჩრდილებით. ცოცხალი ადამიანის შეგრძნების დაკარგვას მივყავართ მისდამი სიყვარულის და თანადგომის დაკარგვამდე. ადამიანი აღარ ითვლება ფასდაუდებელ პიროვნებად, არამედ იქცევა ობიექტად, ინსტრუმენტად
ეკრანი კერპი გახდა მრავალი ადამიანისთვის და მათი ცხოვრებიდან ღმერთი გამოდევნა. ეკრანი არის ადამიანის სულებზე გლობალური ზემოქმედების მთელი სისტემა. რა შეიძლება მან გამოიწვიოს? პირველ რიგში, ცვლილებები ფასეულობათა სისტემაში. ცო...
იხილეთ სრულად
ეკრანი კერპი გახდა მრავალი ადამიანისთვის და მათი ცხოვრებიდან ღმერთი გამოდევნა. ეკრანი არის ადამიანის სულებზე გლობალური ზემოქმედების მთელი სისტემა. რა შეიძლება მან გამოიწვიოს?პირველ რიგში, ცვლილებები ფასეულობათა სისტემაში. ცოცხალი, უშუალო ადამიანური ურთიერთობა ადგილს უთმობს ინფორმაციულ ურთიერთობას ეკრანის მეშვეობით.მეორე მხრივ, ოპტიკური ეფექტების, კლიპების და სხვა ხერხების საშუალებით სამყაროს ტრადიციულ სურათს გარდაქმნის სხვა, "ვირტუალურ რეალობად",...
მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (როუზი) "ინფორმაციული საზოგადოების" შენების ანტიქრისტიანულ გამეფებასთან კავშირის შესახებ შემდეგს წერდა: "ანტიქრისტეს შესახებ ცნობილია, რომ იგი იქნება მსოფლიოს მმართველი. მაგრამ მხოლოდ ჩვენს დროში გახდა პრა...
იხილეთ სრულად
მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (როუზი) "ინფორმაციული საზოგადოების" შენების ანტიქრისტიანულ გამეფებასთან კავშირის შესახებ შემდეგს წერდა: "ანტიქრისტეს შესახებ ცნობილია, რომ იგი იქნება მსოფლიოს მმართველი. მაგრამ მხოლოდ ჩვენს დროში გახდა პრაქტიკულად რეალური იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ადამიანი მართავდეს მთელ მსოფლიოს. ჩვენს დრომდე არსებულ მსოფლიოს ყველა იმპერიას დედამიწის მხოლოდ ცალკეული ნაწილები ეკავა და მხოლოდ კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებების გაჩენ...
ტელევიზორი ადამიანებს სისასტიკეს ასწავლის. ეს ეხება არა მარტო მკვლელობებისა და ძალადობის სურათებს, რომლებიც ტელეგადაცემებში ზოგჯერ თაყვანისცემისა და გმირობის ატმოსფეროთია გარემოცული, არამედ ეხება არანაკლებ საშიშს: ტელევიზორთან ადა...
იხილეთ სრულად
ტელევიზორი ადამიანებს სისასტიკეს ასწავლის. ეს ეხება არა მარტო მკვლელობებისა და ძალადობის სურათებს, რომლებიც ტელეგადაცემებში ზოგჯერ თაყვანისცემისა და გმირობის ატმოსფეროთია გარემოცული, არამედ ეხება არანაკლებ საშიშს: ტელევიზორთან ადამიანის განცდები იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ ემოციურად აცარიელებს მას და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გულგრილი, ცივი და განდგომილი ხდება.
ტელევიზორი წარმოადგენს ვნებათა კონცენტრაციას. ვნება განუყოფელია ვნებიანი გამოსახულებებისაგან. ვნებებთან ასკეტური ბრძოლა - ეს არის სულის განწმენდა ფანტაზიისა და წარმოდგენებისაგან. ტელევიზორი ვნებათა სხვადასხვა ფორმებს გვთავაზობს.
ტელევიზორმა ადამიანში აღზარდა განცხრომა, სიბარიტობა, ფუფუნებით განებივრებული ადამიანი, ზმანებისადმი და ოცნებისადმი მიდრეკილება. ის ახდენს ადამიანის ნების პარალიზებას. სული განებივრებული, მგრძნობიარე და ისტერიული ხდება
ტელევიზორმა მორწმუნე ადამიანის სახლებში შემოიტანა მკრეხელური ფილმები ქრისტე მაცხოვარზე. მსახიობის ხელოვნება გარდასახვაა, საკუთარი თავის დავიწყების უნარი, გაიგივება იმასთან, ვისაც თამაშობს. საჭიროა ყოველგვარი რელიგიური გრძნობის უქო...
იხილეთ სრულად
ტელევიზორმა მორწმუნე ადამიანის სახლებში შემოიტანა მკრეხელური ფილმები ქრისტე მაცხოვარზე. მსახიობის ხელოვნება გარდასახვაა, საკუთარი თავის დავიწყების უნარი, გაიგივება იმასთან, ვისაც თამაშობს. საჭიროა ყოველგვარი რელიგიური გრძნობის უქონლობა ან დამახინჯებული დემონური რელიგიურობა, რათა ქრისტესთან გააიგივო თავი.
ამბობენ, რომ ტელევიზორი შეიძლება გახდეს საწყისი რელიგიური განათლებისა. მაგრამ ის კლავს მთავარს, რელიგიის გულს - ლოცვას, სულის მისტიკურ საუბარს ღმერთთან. გადატვირთულ შთაბეჭდილებების ნაკადით სავსე სულს არ ძალუძს განეწყოს ლოცვისთვის....
იხილეთ სრულად
ამბობენ, რომ ტელევიზორი შეიძლება გახდეს საწყისი რელიგიური განათლებისა. მაგრამ ის კლავს მთავარს, რელიგიის გულს - ლოცვას, სულის მისტიკურ საუბარს ღმერთთან. გადატვირთულ შთაბეჭდილებების ნაკადით სავსე სულს არ ძალუძს განეწყოს ლოცვისთვის. ლოცვის სიტყვებს ედება ფენა ლოცვისთვის უცხო ვნებით სავსე წარმოდგენებისა.
ტელევიზორი ავრცელებს ნერვულ და ფსიქიკურ დაავადებებს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობანი უსაზღვრო არ არის. რამდენიმე საათის განმავლობაში ადამიანი ტელევიზორისგან იმდენ შთაბეჭდილებას ღებულობს, რამდენსაც ადრე მთელი თვის განმავლობაში. ა...
იხილეთ სრულად
ტელევიზორი ავრცელებს ნერვულ და ფსიქიკურ დაავადებებს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობანი უსაზღვრო არ არის. რამდენიმე საათის განმავლობაში ადამიანი ტელევიზორისგან იმდენ შთაბეჭდილებას ღებულობს, რამდენსაც ადრე მთელი თვის განმავლობაში. ადამიანის ნერვული სისტემა ცვდება და ვერ უძლებს რა მძიმე დატვირთვას, თავდაცვის მიზნით, ავადმყოფდება.
ტელევიზორმა უკანონოდ ხელყო სულიერი სფერო. სულიერ სფეროსჰი არის იერარქიის და ღირებულებების მკაცრი სისტემა. ფშვინვიერს არ შეუძლია გაიგოს სულიერი; ფაანტაზია სულიერი ცხოვრების შესახებ შობს სიყალბეს, რომელსაც წმინდა მამები ხიბლს უწოდებ...
იხილეთ სრულად
ტელევიზორმა უკანონოდ ხელყო სულიერი სფერო. სულიერ სფეროსჰი არის იერარქიის და ღირებულებების მკაცრი სისტემა. ფშვინვიერს არ შეუძლია გაიგოს სულიერი; ფაანტაზია სულიერი ცხოვრების შესახებ შობს სიყალბეს, რომელსაც წმინდა მამები ხიბლს უწოდებენ. სულიერი სამყაროს ვიზუალურად წარმოდგენა შეუძლებელია. ეს მნიშნავს სულიერი სამყაროს პროფანირებას (შეურაცხყოფა, დამახინჯება, შებრალვა). მასზე, ნებსით თუ უნებლიეთ, სიცრუის თქმას; ეს ნიშნავს იმყოფებოდე ვნებიან მოჩვენებებთა...