ზნეობა - ციტატები, გამონათქვამები
ზნეობა - ციტატები, გამონათქვამები ზნეობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
"შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი", - ბრძანებს უფალი. აი, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული ქრისტიანული ზნეობისა და აზროვნების მთავარი არსი.
თუ არ არის ღვთის შიში და კეთილზნეობა, ვერც ჭეშმარიტი ბედნიერება იქნება. ბოროტი და გარყვნილი ადამიანები, მიუხედავად გარეგნული მხიარულებისა, შინაგანად, სულიერად მოკლებულნი არიან იმ სიმშვიდესა და მოსვენებას, რითაც ტკბებიან მხოლოდ მარ... იხილეთ სრულად
კეთილზნეობა ჯვრის გარეშე უმეტესწილად მხოლოდ წარმოსახვითი კეთილზნეობაა (ფს. 118, 67,71).
მწუხარებებს შეუძლიათ, "სატანისგან ღვთისკენ მოაქციოს" (საქ. 26, 18) ყველაზე ჯიუტი ცოდვილიც კი, თუ მან ბოლომდე არ ჩაახშო საკუთარ თავში ზნეობრივი გრძნობები.
თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო - უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის.
როგორც მარილი მოქმედებს იმ საჭმლის გემოს გასაუმჯობესებლად, რომელსაც მას მოაყრიან, ასევე კეთილმორწმუნე ქრისტიანი მოქმედებს იმ ადამიანთა ზნეობის გამოკეთებაზე, რომლებთანაც მას ურთიერთობა აქვს.
ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული: რასაც მხატვარი აღბეჭდავს მასზე - ცუდს თუ კარგს, სიწმიდეს თუ ცოდვას, ანგელოზს თუ ეშმაკს - ის დარჩება. ასევეა ბავშვიც: როგორ ზნეობასაც მისცემენ მას მშობლები აღზ... იხილეთ სრულად