წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ყველას ვინც მეუფის წინაშე მიდის, გულის შემუსვრილება მართებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც თანამდებთა მიტევებას და ცოდვათა შენდობას ითხოვს
უფრთხილდი ამპარტავნებამ არ შეგიპყროს, თუ სხვისთვის ილოცებ და უფალი შეისმენს შენსას; იცოდე, რომ მათი სარწმუნოების მიხედვით მიანიჭა მადლი
იმედის ნაკლულოვანება სიყვარულს აქრობს; ჩვენი შრომა იმედთან არის დაკავშირებული, მასზეა დამყარებული ღვაწლი და მას იცავს მოწყალება ღვთისა
არ ვიცი როგო მოხდა, მაგრამ ამპარტავანნი შესცდნენ, თავი ვნებათაგან უცხოდ წარმოიდგინეს და საკუთარ სიღატაკეს მხოლოდ სიკვდილის დროს მიხვდნენ
ქრისტიანობაში პატივმოყვარე კერპმსახურია, რადგან მას ჰგონია, რომ ღმერთი სწამს, სინამდვილეში პატივის მიღება ღვთისაგან კი არა, კაცთაგან სურს
უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი, მაცხოვრის მცნებებისადმი რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება
თუ დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წარსწყმიდენ შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა. - მაშ იმათ რაღა ქნან, ვინც სიტყვას ცრუ ფიციც დაამატეს
თუკი საკუთარ გონებას მუდამ წვრთნი, რომ შენთან იყოს, ტრაპეზის დროსაც კი ან განგეშორება, ხოლო თუ აქეთ-იქით ხეტიალს დააჩვევ, არასოდეს მოვა შენთან
ყოველგვარ ვითარებაში სამიზნედ და კანონად ჩვენი სინდისი გვქონდეს, რათა ვიცოდეთ, თუ ქარი რომელი მხრიდან ქრის, და მისი მითითებით ავმართოთ აფრები
ვინც ღვთის სახელით წრფელ მორჩილებაშია, იგი კეთილად აღასრულებს თავის ღვაწლს, რადგან სხვათა საქმეების გამოძიებით ეშმაკთა ცბიერებას არ იზიდავს