წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ტიხონ ზადონელი | გამონათქვამები, ციტატები
ადამიანს ღუპავს არა დიდება, არა ცოდვათა სიუხვე, არამედ მოუნანიებლობა და გასასტიკებული გული.
ღატაკია ის მდიდარი, რომელსაც შინაგანად სულიერი საუნჯე არ გააჩნია, თუნდაც გარეგნულად ყველაფერი ჰქონდეს.
ღატაკია ის მდიდარი, რომელიც ხრწნადი ვერცხლითა და ოქროთი მდიდრდება, მაგრამ სათნოებებით ღარიბდება.
მდიდარი უფლისაგან ბოძებული სიმდიდრის პატრონი კი არაა, არამედ გამკარგავი და მოურავი, რომელმაც უფალს ბოძებულისთვის თავის დროზე უნდა მიაგოს პასუხი. რამეთუ ამ ქვეყნად არავის არაფერი მოუტანია თან, გარდა შიშველი სხეულისა, და ამიტომ არა... იხილეთ სრულად
პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს.
უფრთხილდი ცილისმწამებელს, როგორც უფრთხილდები ჭირის წყლულით დაავადებულ ადამიანს, რათა თვითონაც არ დაავადდე და არ დაიღუპო.
როდესაც მოყვასში რაიმე ცუდს დაინახავ ან გაიგებ, მდუმარება დაიცავი, უფალს კი მისი გამოსწორება შესთხოვე; იმასაც ეცადე, რომ შენც ასეთივე ცოდვაში არ ჩავარდე, რადგან ყოველი დაცემა უძლურებაა
ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.