სიტყვა, ენა - ციტატები, გამონათქვამები
სიტყვა, ენა - ციტატები, გამონათქვამები სიტყვა, ენა, გამონათქვამები, ციტატები
გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.
მეტი ფასი აქვს სულიერი გამოცდილების მქონე მდაბალი ადამიანის ერთ სიტყვასაც კი, რომელსაც იგი თანაგრძნობით აღმოთქვამს მთელი თავისი გულის სიღრმიდან, ვიდრე შეუკავებელ მრავალსიტყვაობას გარეშე კაცისას, დიდი სისწრაფით რომ წყდება მის წიგნი... იხილეთ სრულად
გულში ჩამწვდომი სიტყვები და დიდი ჭეშმარიტებები მაშინ იძენენ ფასს, როცა ჭეშმარიტი ბაგეებიდან გამოდიან, და მათ მხოლოდ ის სულები იტევენ, რომლებსაც კეთილი განზრახვა გააჩნიათ და აგრეთვე წმინდა გონების მქონე დიდი ადამიანები არიან.
სიტყვა ფიქრების სახეა და ჩვენს გრძნობებს გამოხატავს; შესაბამისად, სიტყვიდან იოლად შეიძლება შეიცნო მოსაუბრე ადამიანის შინაგანი, სულიერი მდგომარეობა.
ბრძენი ბევრს იფიქრებს, ვიდრე რაიმეს იტყოდეს, სახელდობრ: რა, ვის, სად და როდის უნდა უთხრას.
უკეთესია ალალბედზე ისროლო ქვა, ვიდრე გაუაზრებლად თქვა სიტყვა. გაიაზრე და შემდეგ თქვი, რათა არ თქვა რაიმე უსარგებლო, მავნე ან - უადგილო. უადგილოდ ლაპარაკიც სირცხვილია.
როდესაც ჭკვიან კაცს რაიმეს თქმა სურს, იგი ჯერ დაფიქრდება და საკუთარ თავში გააანალიზებს და უკვე შემდეგ იტყვის; სულელი - პირიქით: ჯერ ლაპარაკობს, ხოლო შემდეგ უკვე ფიქრობს იმაზე, რაც თქვა.
ქრისტიანო, "ნუ გისწრებს ენა" (ეკლ. 5, 1) მიეცი თავს საშუალება, გააანალიზოს, სასიკეთო იქნება თუ არა შენთვის და სხვებისთვის სიტყვა, რომელსაც შენ შობ სამყაროში და რომელიც, როგორი მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს, უკანასკნელ სამსჯა... იხილეთ სრულად