ათეიზმი, ურწმუნოება - ციტატები, გამონათქვამები
ათეიზმი, ურწმუნოება - ციტატები, გამონათქვამები ათეიზმი, ურწმუნოება, გამონათქვამები
ვინც ღვთისადმი რწმენას კარგავს, სანაცვლოდ უგუნურებას მოიმკის. უგუნურია ადამიანი, ვინც თავის თავს ქრისტიანად მიიჩნევს და ამ დროს უფლისა და სიცოცხლის უკვდავების მტკიცებულებას სხვადასხვა რელიგიასა და ფილოსოფიაში ეძიებს. ვინც ოქრო მდი... იხილეთ სრულად
ვიდრე ადამიანის სული ღვთისმგმობელი აზრებით, გრძნობებითა და სურვილებითაა მოცული, მას არ შესწევს უნარი, მოისმინოს და მიიღოს ღვთის სიტყვა. უფრო მეტიც, ურწმუნო ადამიანი ყოველნაირად ცდილობს აღმოფხვრას რწმენა იმათგანაც, ვისაც ის აქვს.
ვინც ბუნებით ურწმუნოა და სურს გაიგოს, რას ნიშნავს იყო მორწმუნე, მისთვის უმჯობესია, რომელიმე რელიგიური მოღვაწის სულიერ დრამას გაეცნოს და შეძლებისდაგვარად განიცადოს იგი.
ადამიანს უკვდავების თუ სწამს, მისთვის ეს სიკეთის მომტანია. ბოროტებით აღვსილი სული ეჭვიანია და შემთხვევითობასაა მინდობილი. მაგრამ გულის სიღრმეში ურწმუნოების და უმეცრების საფარქვეშ, იგი მცირე, ნახევრად ჩაბნელებულ სავანეს სათუთად ინა... იხილეთ სრულად
ევროპელი ერეტიკოსები უგუნურ ათეისტებს ემსგავსებიან. მათი სურვილია, რომ ჯერ დაინახონ და მერე ირწმუნონ. მათთვის უცხოა სული ჭეშმარიტებისა და მისი შეცნობა არ ძალუძთ. მათ საკუთარ თავში ჭეშმარიტება არ გააჩნიათ, და ვინც ჭეშმარიტებას ქადა... იხილეთ სრულად
წარმართები და ათეისტები შინაგან სულიერ ძალას მოკლებულნი არიან, რამეთუ არ სწამთ. პროტესტანტები სულიერ ძალას მოკლებულნი არიან, რამეთუ ეჭვობენ. მხოლოდ მართლმადიდებლებს შეგვიძლია მთელი არსებით ღაღადვყოთ: "ქრისტე აღდგა!" - "ჭეშმარიტად ... იხილეთ სრულად
არცერთი საზოგადოებრივი კეთილდღეობა სტაბილურობის ნიშანწყალს არ შეიცავს, თუ იგი ურწმუნოებასა და ძალადობაზეა დაფუძნებული.
ურწმუნონი ანდა არაეკლესიურნი ხშირად გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა შორის არიან ცუდი წარსულის მქონე პირები. დიახ, ასეთები მართლაც არიან და ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს. ეკლესია ხომ სულის მკურნალია. ... იხილეთ სრულად
რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა.