ეგოიზმი - ციტატები, გამონათქვამები
ეგოიზმი - ციტატები, გამონათქვამები ეგოიზმი, გამონათქვამები, ციტატები
ზოგიერთი ადამიანის გული ისეა დაკნინებული, რომ არა თუ ღვთისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მასში ადგილი. ასეთ პიროვნებას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს. ზოგის გული კი საოცრად დიდია: იქ დაუმკვიდრებია ... იხილეთ სრულად
უფლისაგან - სიკეთისა და ცხოვრების წყაროსაგან განდგომილ სულს მიაჩნია, რომ იგი იზრდება, ვითარდება, წინ მიისწრაფვის... სინამდვილეში კი მასში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ეგოიზმი, გულქვაობა ღვივდება...
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს, და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.
სოციალ-პოლიტიკური საკითხების თეორეტიკოსები როცა ათეიზმს ქადაგებდნენ, ვერ საზღვრავდნენ, რომ ამით პიროვნებაში ნერგავდნენ ისეთ სისასტიკეს, რომელსაც არა აქვს საზღვარი. უღვთო ადამიანი ჩაიკეტა თავის ეგოიზმში. მას არ აწუხებს ბედი მოყვასი... იხილეთ სრულად
კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არ... იხილეთ სრულად
გავემიჯნებით საყოველთაოდ გაბატონებულ ეგოცენტრიზმს, - თავისმოყვარეობას, - და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მთავარი მტერი სწორედ ეგოიზმია, სხვისთვის სიყვარულით აღსრულებული მსახურება კი - ჩვენი გადამრჩენელი. აღმოვაჩენთ, რომ ღმერთის სიყვარული... იხილეთ სრულად
"სასუფეველი ცათა იიძულების" - ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, - ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა.
პაისი ათონელი წერს: "თუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი "მე"-დან და გამუდმებით თავისი თავის გარშემო ტრიალებს,... ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა".
გახსოვდეთ, არცერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი მოგვაყენოს, როგორსაც ჩვენ მივაყენებთ საკუთარ თავს. სძლიე შენს თავს, შენს ეგოიზმს და იქნები გამარჯვებული ყველგან და ყოველთვის.
სიყვარულის გარეშე სიხარულისკენ გზას ვერ გავიკვლევთ და არც სიყვარულისკენ არის სხვა გზა, თვინიერ ჩვენი ეგოიზმის უარყოფისა და მოყვასისათვის მსახურებისა.