ჰმადლობდი ღმერთსა, რომელსა ჰნებავს განწმედაი შენი ცოდვათაგან უძლურებითა მაგით შენითა. რამეთუ რომელნი სენითა ხორცთაითა გუემნის ღმერთმან, იგინი უყუარან მას, ვითარცა სიბრძნესა სოლომონისსა წერილ არს და ვითარცა თქუა პავლე მოციქულმან: მ...
იხილეთ სრულად
ჰმადლობდი ღმერთსა, რომელსა ჰნებავს განწმედაი შენი ცოდვათაგან უძლურებითა მაგით შენითა. რამეთუ რომელნი სენითა ხორცთაითა გუემნის ღმერთმან, იგინი უყუარან მას, ვითარცა სიბრძნესა სოლომონისსა წერილ არს და ვითარცა თქუა პავლე მოციქულმან: მსწავლის ჩუენ ღმერთი აქა, რაითა არა ვისწავლნეთ დღესა მას აღდგომისასა. გამოაჩინა აქა მოციქულმან და თქუა, რამეთუ: რომელი განისწავლა ღმრთისა მიერ განსაცდელითა აქა, არა იტანჯოს იგი საუკუნესა
დაუთმეთ საყვარელნო სულგრძელებით და ნუ წარხვალთ უძლურებისათვის კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათვის შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი, და დახსნაი ...
იხილეთ სრულად
დაუთმეთ საყვარელნო სულგრძელებით და ნუ წარხვალთ უძლურებისათვის კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათვის შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი, და დახსნაი გუამისაი, და არა მივიდა იგი კითხვად და კურნებად მისანთა და გრძნეულთა, და არცა შემლოცველთა და არცა წიგნის მწერალთა, რომელი-იგი ყელსა გამოაბიან. რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისა ღონე არს კაცთა საცთურისათვის. რამეთუ რაჟამს კაცი დ...
სულიერი სიმრთელე ნიშნავს წმიდა ზრახვებს, რომელიც განანათლებს გონებას და განწმენდს გულს, რომელშიც გამუდმებით იმყოფებიან ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. დიდი ყურადღება, თვითდაკვირვება და ლოცვა ძალიან ეხმარება სულიერი სიმრთელის მ...
იხილეთ სრულად
სულიერი სიმრთელე ნიშნავს წმიდა ზრახვებს, რომელიც განანათლებს გონებას და განწმენდს გულს, რომელშიც გამუდმებით იმყოფებიან ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. დიდი ყურადღება, თვითდაკვირვება და ლოცვა ძალიან ეხმარება სულიერი სიმრთელის მოპოვებაში. ლოცვა აუცილებელია სულის განსაწმენდად, ხოლო კეთილგონიერება – კეთილი სულიერი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, ეს ცხოვრება დასასვენებელი სახლი არ არის: მასში არის სიხარული, მაგრამ არის მწუხარებაც, აღდგ...
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! – ეს ფრაზა სასიკვდილო იარას აყენებს ეშმაკს, ხოლო ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ღვთის მმადლიერებელს ნუგეშს და მხნეობას სძენს. ნურასდროს შეწყვეტ ღვთის მადლიერებას, განსაკუთრებით კი მწუხარებისა და განსაცდე...
იხილეთ სრულად
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! – ეს ფრაზა სასიკვდილო იარას აყენებს ეშმაკს, ხოლო ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ღვთის მმადლიერებელს ნუგეშს და მხნეობას სძენს. ნურასდროს შეწყვეტ ღვთის მადლიერებას, განსაკუთრებით კი მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს და ეს სხვებსაც ასწავლე.
ჩვენ ისე უნდა მივიღოთ განსაცდელები, როგორც ვითმენთ ტკივილს ქირურგიული ოპერაციის დროს, რაკი ჩვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. ტანჯვა ადამიანს თავმდაბალს ხდის. რამდენადაც დაიმდაბლებს იგი თავს, იმდენად ახლოს იქნება მასთან ღმერთი.
ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყ...
იხილეთ სრულად
ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე ან წარმატება. მას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ.
ღვაწლი და დაცემები კი განზრახვას ეკუთვნის. ამრიგად, როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმ. მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები. როგორ შეუძლია...
იხილეთ სრულად
ღვაწლი და დაცემები კი განზრახვას ეკუთვნის. ამრიგად, როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმ. მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები. როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვარი? ღმერთს უნდა ისეთები გაგვხადოს, როგორიც მეომარია ასპარეზზე, ან ბურთი, რომლითაც თამაშობენ.
როცა განსაცდელს ნებაყოფლობით ვღებულობთ, ერთმანეთს ეხმარებიან: გონებრივი განსაცდელი – ხორციელს და ხორციელი – გონებრივს; მათი ერთობა კი უფრო მეტად სავალალოა.