წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ნურავინ იფიქრებს, რომ გმობის სიტყვები მისი მიზეზით ჩნდება გულში, რადგან უფალი დაფარულს ხედავს და იცის, რომ ჩვენი კი არა, ჩვენი მტრისანი არიან ის სიტყვები, ჩვენ გულებში რომ შემოდიან
ნურც მრავალმეტყველებას შეუდგები, რადგან სიტყვების ძებნამ გონება არ განგიბნიოს; რადგანაც მეზვერის ერთმა სიტყვამ მოწყალე-ჰყო ღმერთი; სარწმუნოების ერთმა სიტყვამ კი ავაზაკი აცხონა
უნდა გავურბოდეთ მზაკვრობის უფსკრულს, უკეთურების მჭვიმეს, რადგან ნათქვამია: "უკეთურნი ადრე მოისრან" (ფს. 36,9), "ვითარცა თივაი მსთუად განხმენ" (ფს. 26,2), რადგან ეშმაკის საძოვარნი არიან ისინი
არსებობს ასეთი მატლი, რომელიც გაზრდის შემდეგ ფრთებს გამოისხამს და მაღლად აფრინდება; ხოლო როდესაც პატივმოყვარეობა უმაღლეს საზომს მიაღწევს, იგი ყოველგვარი ბოროტების საწყისი ხდება
შიმშილი უცნაური და უჩინარი რამ არის; ხოლო წყურვილი - მწველი, აშკარა და ყველასათვის მისახვედრი; ამიტომ ამბობდა ღვთისმოყვარე: "სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა"
ყოველგვარი ბრძოლა ჩერდება, გიტევს, აყოვნებს და დროს გაძლევს, თუკი შებრძოლების სურვილი გაქვს, ხოლო აქ კი ასე როდია, არამედ გამოჩენისთანავე უჩინარდება და სიტყვისთქმისთანავე მიიმალება
როდესაც სულში მხურვალების ცეცხლი გაჩაღდება, მაშინ აღდგება და აღემართება ლოცვა, ხოლო, როდესაც ლოცვა აღდგება და ზეცისკენ აღემართება, სულის ქოხში საღმრთო მადლის გარდამოსვლა აღესრულება
პირველ რიგში, ჩვენი კეთილი მსაჯულის წინაშე განმარტოებით ვაღიარებთ ცოდვებს; თუ დაგვაკისრებს - ყველას წინაშეც, რადგან განცხადებული წყლულები მეტად აღარ გაღრმავდება, არამედ - განიკურნება
იცოდე ძმაო, რომ "ღელეთა განამრავლონ იფქლი" (ფს. 64,13). ღელე არის თავმდაბალი სული, რომელიც აღმოედინება "ბორცვთა შორის" (ფს. 64.12) შრომისა და სათნოებისა; და ის უძრავად, ქედმაღლობის გარეშე იმყოფება
მეფსალმუნე ამბობს: უფალო, შენდამი "ღაღადვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა"... ეს ნიშნავს - პირით, სულითა და გონებით. რადგანაც, ვინც ლოცვის დროს სულსა და გონებას ერთად მოიკრებს, მასში ღმერთი სუფევს