წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
როგორც სახლში მყოფს ესმის ქუჩაში გამვლელების სიტყვები და თვითონ არ ესიტყვება მათ, ასევე სულს ესმის ხორცში დაბუდებული ეშმაკის გმობა, რომელსაც წარმოსთქვამს, როდესაც სულში გაივლის და შეშფოთდება მისგან
ვინც ამბობს, რომ ამ მირონის კეთილსურნელებას მცირედ გრძნობს, მაგრამ როდესაც აქებენ, გული ოდნავ მაინც შეუტოკდება და ქების სიტყვა ეამება (და არ შეაძრწუნებს ის), მაშინ, დაე, იგი ტყუილუბრალოდ თავს ნუ იცდუნებს
სიმდაბლეს წარმოაჩენს არა იგი, ვინც თავს იმდაბლებს, რადგან საკუთარი თავი ყველამ უნდა იტვირთოს, არამედ ის წარმოაჩენს სიმდაბლეს, ვისაც სხვები აგინებენ, თავად მოითმენს და მათ მიმართ სიყვარულს არ დაკარგავს
თუ ვინმე მისთვის ლოცვას გთხოვს, ნუ უარყოფ მას, თუნდაც ლოცვის დიდი ნიჭი არ გქონდეს მოპოვებული, არამედ შემუსვრილი გულით ილოცე, რადგანაც ხშირად მთხოვნელის სარწმუნოება შემუსვრილებით მლოცველსაც აცხოვნებს
თუ თვალები გიმძიმდება, ხელსაქმე აიღე, მაგრამ ვიდრე ძილი არ დაგძალავს, მას ნუ შეეხები, რადგან არ შეიძლება, ერთდროულად ღმერთსაც ემსახურებოდე და მამონსაც, ანუ გონებას ღმერთსა და ხელსაქმეს შორის ანაწილებდე
იბატონე შენს კუჭზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები, სირცხვილით მარხულობდე. ამ ნათქვამს კარგად გაიგებს ის, ვინც სიძვის უფსკრულში ჩავარდნილა, ქალწულებს კი ამის გამოცდილება არა აქვს
როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ
ვინც არად ჩაგდებს მას, გათავისუფლდება ამ მტანჯველებისაგან, ხოლო ვინც სხვაგვარად შეებრძლოლება, მასში საუკუნოდ დამკვიდრდება იგი; რადგანაც, არაწმიდა სულის შეპყრობის მოსურნე, ქარს დადევნებული კაცის მსგავსია
თვალთმაქცობა სიცრუის დედაა, ხშირად კი მისი მიზეზიც ხდება, რადგან ზოგი ამბობს, რომ თვალთმაქცობა სხვა არაფერია, თუ არა სიცრუეში დახელოვნება და სიცრუის მომგონებელი, რომელსაც თან სასჯელის ღირსი ცრუ ფიცი ერთვის