დედოფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე ლოცვას რომ დააპირებ, გადაწყვეტილი გქონდეს, არ ადგე, სანამ წყალობას არ გიბოძებს ყოვლადწმინდა. ასეთი ფიქრი, ასეთი გადაწყვეტილება, სწორიცაა შესაფერიც. იგი, ყოვლადმოწყალე დედაა ყოვლადწმინდა დ...
იხილეთ სრულად
დედოფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე ლოცვას რომ დააპირებ, გადაწყვეტილი გქონდეს, არ ადგე, სანამ წყალობას არ გიბოძებს ყოვლადწმინდა. ასეთი ფიქრი, ასეთი გადაწყვეტილება, სწორიცაა შესაფერიც. იგი, ყოვლადმოწყალე დედაა ყოვლადწმინდა და ღვთის სიტყვისა, მის კაცთმოყვარებას, სიკეთეს, უთვალავს, საოცარს, აურაცხელს საუკუნეების მანძილზე ღაღადებს ქრისტიანების ეკლესია, იგი ნამდვილადაა: "უხრწნელი ძალი და სიმტკიცე კაცთა". ამგვარი სიმტკიცის გარეშე მასთან მიახლებ...
link
594. რა სიტყვები ეკუთვნის წმ. დიონისე არეოპაგელს ყოვალდწმიდა ღვთისმშობლის შესახებ?
593. როგორი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გარეგნობა და დამახასიათებელი თვისებები გადმოცემათა მიხედვით?
541. რატომ განვადიდებთ ქალწულ მარიამს, როგორც ღვთისმშობელს?
241. რატომ იწოდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი "ეშმაკთა წყლულებად"?
უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვედობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედ–მამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა ...
იხილეთ სრულად
უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვედობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედ–მამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა დედად უფლისა იესო ქრისტესი და მასთან ყოველგან დადიოდა და მთელი ქვეყნის თვალნი იყვნენ მიქცეულნი, ვითარცა იესო ქრისტესადმი, ეგრეთვე დედისა მისისადმი. კიდევ და უფრო მერმე, როდესაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცას, ქრისტიანობა იქად...
link
მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის...
იხილეთ სრულად
მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის, რომ ყოვლადწმიდა, შემდგომად გარდაცვალებისა, დასდგა მახლობელად ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მლოცველი და შუამდგომელი ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთათვის.
link
რით და რისთვის მიიღო ქალწულმა მარიამმა ეგოდენი მადლი ღვთისა, რომ იქმნა აღრჩეული მთელი კაცობრივისა ნათესავისაგან მსახურებად ღვთის განხორციელებისა? მართალია, იგი იყო შემკული ყოვლითა სათნოებითა, რა ზომადაც შეიძლება კაცის ბუნებისათვის...
იხილეთ სრულად
რით და რისთვის მიიღო ქალწულმა მარიამმა ეგოდენი მადლი ღვთისა, რომ იქმნა აღრჩეული მთელი კაცობრივისა ნათესავისაგან მსახურებად ღვთის განხორციელებისა? მართალია, იგი იყო შემკული ყოვლითა სათნოებითა, რა ზომადაც შეიძლება კაცის ბუნებისათვის, ისე რომ, ვიდრემდის ახარებდა მას მთავარანგელოზი, იგი კიდეც იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. გარნა ყოველთა მისთა ნიჭთა და მადლთა და სათნოებათა შორის უდიდესი და უსანატრელესი იყო მისი სიმდაბლე და სიმშვიდე.
link
მართალია, თვით ღმერთი ამზადებდა მარიამ ღვთისმშობელს დედად უფლისა იესო ქრისტესისა; გარნა აქედგან იმას ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომ იოაკიმე და ანნას და ღვთისმშობელს არცა ერთი პატივი და ქება არ უნდა მიეწერებოდეს. არა! მათ სრულიად არ იც...
იხილეთ სრულად
მართალია, თვით ღმერთი ამზადებდა მარიამ ღვთისმშობელს დედად უფლისა იესო ქრისტესისა; გარნა აქედგან იმას ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომ იოაკიმე და ანნას და ღვთისმშობელს არცა ერთი პატივი და ქება არ უნდა მიეწერებოდეს. არა! მათ სრულიად არ იცოდნენ, რომ ესე ყოველი, ღვთის განგებით იყო; ისინი ამას ყოველსა თვისი კეთილი სურვილით აღასრულებდნენ. შენც ასე მოიქეცი ძმაო. შენი ნებით, შენი სურვილით ჰქენი, ეძიე, შეუდეგი ყოველს კეთილს საქმეს, რომელთა შორის შვილების გაზრდა...
link
დედამან მისმან (ღვთისმშობელმა) მრავალი მწუხარება გამოსცადა უწინაც მასზედ, და უკანასკნელად საყვარელსა თვისსა შვილსა ხედავს ჯვარზედ გატანჯულსა, გასისხლიანებულსა. აწ ასრულდა აქ მასზედ სამწუხარო წინასწარმეტყველება სვიმეონ მართლისა: მა...
იხილეთ სრულად
დედამან მისმან (ღვთისმშობელმა) მრავალი მწუხარება გამოსცადა უწინაც მასზედ, და უკანასკნელად საყვარელსა თვისსა შვილსა ხედავს ჯვარზედ გატანჯულსა, გასისხლიანებულსა. აწ ასრულდა აქ მასზედ სამწუხარო წინასწარმეტყველება სვიმეონ მართლისა: მახვილმან განვლო გულსა მისსა.
link