გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გული არის სულის სავანე, სული კი - ერთგვარი ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი იღვრება. მადლის სიდიდე ჩვენს პიროვნულ ღვაწლზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული.
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.
ღირსი მაქსიმე ბრძანებს: - სუფთა გულში, რომელმაც სიწმინდისა და უბრალოების მწვერვალებს მიაღწია, როგორც სუფთა წიგნში, ღმერთი თავის კანონებს წერს.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, ხელი შევუწყოთ მათი ნორჩი, შეურყვნელი გულის კულტურის სრულყოფას.
გული არის ადამიანის სულიერი და ხორციელი სიცოცხლის შეერთების ადგილი; აქედან მომდინარეობს კეთილი და ბოროტი ზრახვანი და ქმედებანი. ჩვენი გონება გარედან მიღებულ ინფორმაციას აგზავნის გულში, აქ ხდება ყოველივე ამის სამართლიანი ან უსამართ... იხილეთ სრულად
ადამიანის გულს შესწევს უნარი, უფრო აღმატებულ სრულყოფილებას მიაღწიოს, ვიდრე მის გონებას ხელეწიფება. ქვეყნიერება სრულყოფილი სიყვარულის მომსწრე არაერთხელ გამხდარა, მაგრამ სრულყოფილი გონიერების ერთი მაგალითიც არ ახსოვს.
ვისაც არ სურს სიკეთე ირწმუნოს, მას ვერც ზეციური სასწაულები უშველის. ბოროტებით აღსავსე გული გრანიტზე უმტკიცესია. ცოდვით დაბინდულ გონებაში ვერ შეაღწევს ნათლის სხივი, რომლის ძალმოსილება ათას მზეს აღემატება. მაგრამ თუ ადამიანი გულიდან... იხილეთ სრულად
შენდობა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც შურისგების ძალა შესწევს. ძლიერი ადამიანი ბოროტებას შურისგებით პასუხობს, უძლური კი - სიძულვილით. თუ შეგიძლია დარტყმაზე დარტყმით უპასუხო, მაგრამ თავს იკავებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუნდე. შენდობა... იხილეთ სრულად