ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ეშმა კაცთა მოდგმის მოსისხლე მტერია. დასაბამიდან კაცის მკვლელი. ადამიანის წინააღმდეგ მან ყოველგვარი ხერხი გამოიყენა და ახალ მზაკვრობას დღენიადაგ იგონებს, რათა წარწყმიდოს.
თუ ურწმუნო ადამიანი ბრძოლაში გიწვევს, უგუნური შეურაცხგყოფს, გაბოროტებული გდევნის, ჩათვალე, რომ ეს ბოროტისგან არის, რამეთუ ადამიანი ბუნებით ღვთისმოსავია, კეთილი და გონიერი.
ღმერთმა ადამიანი არა დასაღუპავად, ცხონებისათვის შექმნა. არსებობს კი ისეთი მებაღე, ვისაც უნდა, რომ მისმა ნერგმა არ გაიხაროს და ნაყოფი არ გამოიღოს? უფლის ნებაა, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და ბოროტს გაემიჯნოს.
ეკლესია შედგება ჩვენგან, მაგრამ არსი მისი და ცხოველსმყოფელი ძალა მისი ჩვენში არ არის. ადამიანის ხორციელი ბუნებაც ხომ შეიცავს ქსოვილს, სისხლს, ლიმფას... მაგრამ ჩვენი რაობა მათში კი არა, იმ მაცოცხლებელ ძალაშია, რომელიც ორგანული შერწ... იხილეთ სრულად
თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ჩვენთვის ხშირად აუხსნელ ციკლს გადის, რაც გულისხმობს დაცემასა და ამაღლებას, დამარცხებასა და გამარჯვებას, იმედის გაცრუებასა და სასოებას, ამ რთული პროცესის მიზანი სულის ხსნა და მეორე ცხოვრების მოპოვ... იხილეთ სრულად
ადამიანი უმშვენიერესი წმიდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი. მსგავსება კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფალი ნების წყალობით, რაც, წმ. მამათა სწავლებით, ცოდვებისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. ყველ... იხილეთ სრულად
კაცი შემოქმედის განსაკუთრებული ქმნილებაა, უკვდავებას ზიარებული. უკვდავება მისი სულის თვისება არ არის მხოლოდ, არამედ სხეულისაც, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს უნდა აღდგეს.
ადამიანი სამყაროს განსაკუთრებული მოვლენაა, დაჯილდოებული აზროვნებითა და სხვა ღვთივმიმადლებული უნარით. მისი მიზანი და დანიშნულება ღმერთში ცხოვრება და ნეტარი მარადიულობის მოპოვებაა.
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ შექმნაო გამჩენმა კაცი მხოლოდ ხატად თვისა? უკეთუ იგი იქნებოდა სრულყოფილი არსება, უკეთუ მსგავსება მისი შეესატყვისებოდა ხატებას მისას, იგი იქნებოდა ღმერთი. ეს გზა კი ადამიანს გასავლელი აქვს. მისი თვითსრულ... იხილეთ სრულად
ხატება ღვთისა თითოეულ პიროვნებაშია, როგორც ჩამოყალიბებულ კანონთა წესი. იგი წარმოადგენს მისი ყოფის აუცილებელ პირობას, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს მსგავსება უფლისადმი. სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.