ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ცუდმედიდობა უგუნური ვნებაა და მოხერხებულად მიერთვის ყოველგვარ სათნოების საქმეს. წყალზე გავლებული ხაზიც განქარწყლდება და სათნო საქმეც - ცუდმედიდურის სულში. წიაღში დაფარული ხელიც (იხ. გამოსვლათა 4,6) თეთრი შეიქმნა და დაფარული საქმეც... იხილეთ სრულად
13. გულისზრახვათაგან ერთადერთი სწორედ ცუდმედიდობაა მრავალნივთიერი, თითქმის მთელი ქვეყნიერების გარემომცველი და ყველა ეშმაკისთვის კარის გამღები, როგორც უკეთური ვინმე გამცემი რომელიმე ქალაქისა. ამიტომაც ფრიად ასულმდაბლებს იგი განშორე... იხილეთ სრულად
8. ვინც რაიმე სულიერ ნიჭს ფლობს და თანაუგრძნობს მათ, ვისაც ის არა აქვს, ამგვარი თანაგრძნობით ამ ნიჭს ინარჩუნებს; გაყოყოჩებული კი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით დამარცხებული, კარგავს მას
თუნდაც ვინმემ მრავალი კეთილი საქმე აღასრულოს და ყოველგვარი სათნოებაც ჰქონდეს, თუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, იგი ყველაზე ღატაკი და შეჩვენებულია.
ერთი ბერი წერს, რომ განსაცდელების რაოდენობა შეესაბამება ჩვენში არსებული ამპარტავნების ხარისხს.
როგორც კი ბრძოლას დაიწყებ, მოგივა ამპარტავნების გულისსიტყვები, რომ ღვაწლში ხარ და ა. შ., ურწმუნოების გულისსიტყვები კი მოგშორდება; ამგვარად დაინახავ, ეშმაკები როგორ დაგვცინიან.
ურწმუნოების გულისსიტყვების მიზეზი თავმოწონება და ეგოიზმია. ასე რომ, მოიშორე, შვილო, ქედმაღლობის გულისსიტყვები და დიდი სიმდაბლით იფიქრე საკუთარ თავზე.
დამდაბლდი, რადგან შენი ამპარტავნებაა ყველა ბოროტების მიზეზი. ოდნავაც ნუ შეშინდები. გამხნევდი. თუ დამდაბლდები, ღვთის მადლი შეგეწევა.