წმ. ნილოს სინელი

ცუდმედიდობა უგუნური ვნებაა და მოხერხებულად მიერთვის ყოველგვარ სათნოების საქმეს. წყალზე გავლებული

ცუდმედიდობა უგუნური ვნებაა და მოხერხებულად მიერთვის ყოველგვარ სათნოების საქმეს. წყალზე გავლებული ხაზიც განქარწყლდება და სათნო საქმეც - ცუდმედიდურის სულში. წიაღში დაფარული ხელიც (იხ. გამოსვლათა 4,6) თეთრი შეიქმნა და დაფარული საქმეც სინათლეზე მეტად გამობრწყინდება. სურო გარშემო ეხვევა ხეს და როდესაც კენწეროს მიაღწევს, ფესვს უხმობს, ცუდმედიდობა კი სათნოენენთან ერთად იზრდება და არ ტოვებს მათ მანამდის, ვიდრე სავსებით არ წაართმევს ძალას. ვაზიდან მიწაზე ჩამოდებული ყურძნის ტევანი ლპება და სათნოებაც იღუპება, რომელიც ცუდმედიდობას ეყრდნობა. ცუდმედიდური მონოზონი - მუქთი მკეთებელია, შრომობს, საზღაურს კი არ იღებს, ძირგახვრეტილ ტომარაში არაფერი ჩერდება და ცუდმედიდურობაც ღუპავს სათნოების საზღაურს. ცუდმედიდურის თავშეკავება - კვამლია ბუხრიდან, ერთიც და მეორეც ჰაერში იფანტება. ქარი შლის ადამიანის ნაკვალევს და ცუდმედიდურობაც არაფრად აქცევს მოწყალებას. ზევით ასროლილი ქვა ცას ვერ მიაღწევს და კაცთმოთნის ლოცვა ღმერთს არ მისწვდება.
 
0