ცუდმედიდობა რომ დავძლიოთ, კეთილი საქმეები ფარულად უნდა ვაკეთოთ. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ მამათა ცხოვრებიდან. ერთმა მონაზონმა გადაწყვიტა, ეგვიპტეში, ეგრეთ წოდბული "მარილიანი ტბების" მიდამოებში მცხოვრებ ბერებს სწვეოდა. ქრისტესმიერმა ძ...
იხილეთ სრულად
ცუდმედიდობა რომ დავძლიოთ, კეთილი საქმეები ფარულად უნდა ვაკეთოთ. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ მამათა ცხოვრებიდან. ერთმა მონაზონმა გადაწყვიტა, ეგვიპტეში, ეგრეთ წოდბული "მარილიანი ტბების" მიდამოებში მცხოვრებ ბერებს სწვეოდა. ქრისტესმიერმა ძმებმა იგი სიხარულით მიიღეს, მიართვეს ყველაფერი საუკეთესო, რაც ჰქონდათ, ფეხები დაბანეს და მანამ, ვიდრე მათთან იყო, ემსახურებოდნენ და დასვენების ყოველგვარ პირობას უქმნიდნენ. მოგზაურს არ უნახავს იქ არც ფსალმუნთა გალობა, არც...
ცუდმეიდიდობას უნდა ვებრძოლოთ დუმილით, უბრალოებით ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩაცმულობისა თუ კვების მხრივ. იოანე ოქროპირი თავისი უბრალოების გამო აქებდა ერთ დიდგვაროვან ქალს, ოლიმპიადას - იგი არც მისი უზარმაზარი შესაძლებლობის შესაფერ...
იხილეთ სრულად
ცუდმეიდიდობას უნდა ვებრძოლოთ დუმილით, უბრალოებით ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩაცმულობისა თუ კვების მხრივ. იოანე ოქროპირი თავისი უბრალოების გამო აქებდა ერთ დიდგვაროვან ქალს, ოლიმპიადას - იგი არც მისი უზარმაზარი შესაძლებლობის შესაფერის ძვირფას ტანსაცმელს ატარებდა და არც მეტისმეტად ღარიბულად გამოიყურებოდა. ეცვა უბრალოდ, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა
მეშვიდე ვნება არის ცუდმედიდობა, პატივმოყვარეობა - სწრაფვა ადამიანთა ქების დამსახურებისკენ - მყრალი, ბინძური სასმელის დაუოკებელი სმა. ცუდმედიდობა პარაზიტი მცენარესავით ფიტავს და აცარიელებს ადამიანს. ეს ვნება ყველა სათნოებას მანკიერ...
იხილეთ სრულად
მეშვიდე ვნება არის ცუდმედიდობა, პატივმოყვარეობა - სწრაფვა ადამიანთა ქების დამსახურებისკენ - მყრალი, ბინძური სასმელის დაუოკებელი სმა. ცუდმედიდობა პარაზიტი მცენარესავით ფიტავს და აცარიელებს ადამიანს. ეს ვნება ყველა სათნოებას მანკიერებად აქცევს. როგორც გველი გარდაქმნის ყვავილის ნექტარს შხამად
„რომელსა უნდეს დიდ–ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს პირველ ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მონა“. სასუფეველსა შინა ღვთისასა, ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქმნება, რომელიც ყოველთა უმეტესად სამსახურსა და სა...
იხილეთ სრულად
„რომელსა უნდეს დიდ–ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს პირველ ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მონა“. სასუფეველსა შინა ღვთისასა, ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქმნება, რომელიც ყოველთა უმეტესად სამსახურსა და სარგებლობასა მისცემს მოყვასთა თვისთა, და არა ის, რომელსა ყოველნი კაცნი ემონებიან და ემსახურებიან. აჰა გზა, რომელი გვაჩვენა ჩვენ მაცხოვარმან დასაკმაყოფილებლად ბუნებითგანვე თანშობილისა პატივისა და მთავრობის მოყვარებისა, რომე...
პატივის და მთავრობის მოყვარება ღრმად არის დანერგული ბუნებასა შინა კაცისასა. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ რითიმე განასხვავოს და აღამაღლოს თავი თვისი მოყვასთა შორის, მიიზიდოს ყურადღება კაცთა, მოიპოვოს გავლენა და მთავრობ...
იხილეთ სრულად
პატივის და მთავრობის მოყვარება ღრმად არის დანერგული ბუნებასა შინა კაცისასა. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ რითიმე განასხვავოს და აღამაღლოს თავი თვისი მოყვასთა შორის, მიიზიდოს ყურადღება კაცთა, მოიპოვოს გავლენა და მთავრობა საზოგადოებასა შინა. იესო ქრისტემან, იცოდა რა ესრეთი კაცის თვისება, არ მოითხოვა და არ დადვა სჯულად, რომელ სრულიად მოისპოს და განქარდეს ეს თვისება კაცის ბუნებისა, არამედ მისცა მას სხვა მიმართულება, განსხვავებული სასხით გ...
რასა იქმ, შენ, ჰოი პატივის და ჩინების მოყვარეო კაცო, როდესაც გარდახვალ იმ საუკუნეში? გული შენი იყო მიჩვეული მხოლოდ ჩინებსა და ორდენებსა; რაც გიყვარდა, ის აქ დაგრჩა და რისაც მიჩვეული არა ხარ, იქ დაგხვდება. რას იქმ შენ მაშინ განშიშვ...
იხილეთ სრულად
რასა იქმ, შენ, ჰოი პატივის და ჩინების მოყვარეო კაცო, როდესაც გარდახვალ იმ საუკუნეში? გული შენი იყო მიჩვეული მხოლოდ ჩინებსა და ორდენებსა; რაც გიყვარდა, ის აქ დაგრჩა და რისაც მიჩვეული არა ხარ, იქ დაგხვდება. რას იქმ შენ მაშინ განშიშვლებული და მოკლებული ყოვლითა შენითა ნუგეშითა?
მესამედ (უდაბნოში გამოცდისას), ეშმაკმან იფიქრა, იქმნება იესო ქრისტეს გულში იყოს დიდების და პატივის მოყვარება. აღიყვანა იგი მთასა მაღალსა, უჩვენა მას ყოველნი სოფელნი და დიდება მათი და ჰრქვა მას: ესე ყოველი მოგცე შენ, უკეთუ დავარდე ...
იხილეთ სრულად
მესამედ (უდაბნოში გამოცდისას), ეშმაკმან იფიქრა, იქმნება იესო ქრისტეს გულში იყოს დიდების და პატივის მოყვარება. აღიყვანა იგი მთასა მაღალსა, უჩვენა მას ყოველნი სოფელნი და დიდება მათი და ჰრქვა მას: ესე ყოველი მოგცე შენ, უკეთუ დავარდე და თაყვანი მცე მე. აჰა, ძმანო, უსაშინელესი მანქანება სულიერისა მტერისა ჩვენისა. ყოველთვის, როდესაც იგი გააჩენს ჩვენს გულში რომელსამე ცოდვის სურვილს, წინაპირველად შეაგონებს კაცსა, ვითომც იგი იმ ცოდვისაგან მიიღებს დიდებასა...
23. საქმითი ღვაწლის მოწინააღმდეგე ეშმაკებში სამი არის წინამდგომი, რომლებსაც კვალში მოჰყვება უცხოთესლთა (ეშმაკთა) მთელი ბანაკი. ეს სამნი პირველები დგანან ბრძოლაში და სულებს უწმინდური გულისზრახვების გზით უხმობენ ბოროტებისკენ. ამათგა...
იხილეთ სრულად
23. საქმითი ღვაწლის მოწინააღმდეგე ეშმაკებში სამი არის წინამდგომი, რომლებსაც კვალში მოჰყვება უცხოთესლთა (ეშმაკთა) მთელი ბანაკი. ეს სამნი პირველები დგანან ბრძოლაში და სულებს უწმინდური გულისზრახვების გზით უხმობენ ბოროტებისკენ. ამათგან ერთნი განიკუთვნებენ ნაყროვანების სურვილებს, მეორენი ვერცხლისმოყვარეობას შთაგვაგონებენ, მესამენი კი კაცობრივი დიდებისაკენ გვიხმობენ ჩვენ. მაშ, დაეშურე განწმენდილ ლოცვას, იპყარ მრისხანება, შეიყვარე მრთელცნობიერება, დაიოკ...
158. სულის უდიდესი და უკურნებელი სნეულება და წარწყმედა ესაა უღმერთობა და დიდებისმოყვარეობა, რადგან ბოროტების მოსურვება ნაკლებობაა სიკეთისა, ხოლო სიკეთე ესაა უშურველად აღსრულება ყველა იმ კარგი საქმისა, რაც ესათნოება ყოველთა ღმერთს.