სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები
სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები სიკვდილის ხსოვნა, გამონათქვამები, ციტატები
თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს, თავის მორჩილების საქმეს, განსაკუთრებით კი თავის გულს უნდა მიაქციოს ყურადღება – ახსოვს თუ არა ღმერთი, სიკვდილი, ჯოჯოხეთი, სამოთხე და სხვა სულისთვის სასარგებლო რამ.
გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა მათი სრული უგულებელყოფა. იესოს ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეს და ნახავ, როგორ შეიცვლის ეშმაკი იერს.
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო... იხილეთ სრულად
მაშ, ვეცადოთ, ვაიძულოთ თავი, რომ არ დავკარგოთ მიზანი და ხვალ მწარედ არ ვინანოთ. გამუდმებით ამაზე ვიფიქროთ და ისე ვიშრომოთ, თითქოს ჩვენი უკანასკნელი დღე იყოს. ჩვენი მიზანი ერთია: ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი, დაინახოს საკუთა... იხილეთ სრულად
ფრთხილად იყავი, შვილო. როცა ღმერთი ბრძანებს, ყოველი ადამიანი მასთან მიდის. ნეტავ როდის ინებებს, რომ ჩვენც მის წინაშე წარვდგეთ? მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ თუკი მოულოდნელად მოგვიხმობს, არ შევძრწუნდეთ.
იფიქრეთ ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე, მის წინაშე ყველანი მუხლმოყრილნი წარვდგებით უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში, რომელიც ჩვენს მომავალს საუკუნოდ განსაზღვრავს!
უდებების დაძლევა ასევე უეცარი სიკვდილის, ჯოჯოხეთის და სამოთხის ხსენებითაა შესაძლებელი.
ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დ... იხილეთ სრულად