მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ არ ჯვარვცმულვართ ქრისტესთვის, ჩვენი მხსნელისთვის, მაშინ როცა მან ჩვენთვის, უმსგავსოთათვის, ზეციერი მამის მორჩილების გამო, ჯვარზე სიკვდილი დაითმინა!
ჩემო შვილებო, ჩემო სიხარულო და ნუგეშო, იღვაწეთ, რომ მორჩილებაში, სიყვარულში, ლოცვასა და სიწმინდეში ანგელოზებრივ საზომს მიაღწიოთ და სიკვდილის შემდეგ ანგელოზებთან ცხოვრების ღირსნი გახდეთ! ამინ. იყავნ.
თვითშემეცნებით ქრისტიანი სხვაზე ბრძენი ხდება: ერთდროულად მორჩილებასაც აღწევს და ღვთის მადლსაც იძენს.
ღმერთი ყოველთვის საკუთარ თავს გვთავაზობს და თანაც გვთხოვს: „მომეც, ძეო, შენი გული“ (იგავ. 23, 26), საჭიროა ჩვენც მთლიანად მივუძღვნათ და მორჩილებით მოვუდრიკოთ თავი ჩვენი მღვიძარე მამების ასკეტურ კანონებს.
როცა რაიმე მორჩილების საქმეს ვასრულებ და ვფიქრობ, რომ ამის გარდა სხვა საზრუნავი არ მაქვს, შემიძლია ძალიან კარგად შევათავსო საქმე ლოცვასთან.