მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება.
ადამიანის ამპარტავნებას ისე არაფერი მოდრეკს, როგორც უპირატესისადმი მორჩილების ჩვევა.
უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავ... იხილეთ სრულად
გულისწყრომისა და გულფიცხელობისაგან მორჩილება, სიმშვიდე, სიმდაბლე გვკურნავს. უფალი გვასწავლის: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ (მათე 11,29). გულფ... იხილეთ სრულად
ეგოისტისა და ურჩის დამორჩილება სიტყვებით არ არის მართებული, არამედ ლოცვებითა და მდაბალი ქმედებით, იმიტომ, რომ თუ ჩვენსავე აზრზე ვიდგებით, იგი გაცეცხლდება, ჩვენ კი ამაოდ დავშვრებით, ოფლად დავიღვრებით და ხასიათს გავიფუჭებთ.
მონოზონის ბუნებრივი გზაა – თავდაპირველად წინამძღვრისადმი დამორჩილება, სწავლების გავლა და მოღვაწეობა დიდი სიმდაბლით, რომელიც კეთილკრძალულებით უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან. ამგვარად ადის მონოზონი თანდათან გოლგოთაზე, ჯვარს ეცმევა, შემდ... იხილეთ სრულად