ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ხორციელი თუ სულიერი ტკივილი სულის სამოსელს ცოდვის ყოველგვარი ბიწისგან განწმენდს, ასუფთავებს და განაბრწყინებს.
ჩვენი იესო წმინდა სახარებაში რვალის გველის ამაღლებას თავის ცხოველმყოფელ ამაღლებას ადარებს და ამბობს: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი“ (იოან. 3, 14). ამრიგად, შხამიან გველში იგულის... იხილეთ სრულად
თუ თავად ყოვლადძლიერმა, უცოდველმა უფალმა ადამიანის გადასარჩენად ჯვარი იტვირთა, როგორ გვჭირდება მაცხონებელი ჯვარი ჩვენ, უბადრუკებს, რომლებიც ყოველ წუთს ვცოდავთ?
ქრისტიანთა სნეულება, მწუხარება და ტანჯვა სულის განწმენდასა და ცოდვების მიტევებას ემსახურება.
ჩვენი ხსნისთვის დაკლული კრავი თავისი ყოვლადწმიდა სისხლით ჩვენც განგვბანს, ცოდვის ჭუჭყს ჩამოგვრეცხს და საუკუნოდ განგვისვენებს!