აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავისი სინდისისაგან მხილებული და იძულებული, თავისი თავის უღირსებასა და ცოდვილობას ჯერ თავის გულში პირუთვნელად გაამტყუნებს, შემდეგ კი თავის ცოდვებს მოძღვარს აღუარებს. ცოდვა ერთგვარად ხორცში შერჭობილ ე...
იხილეთ სრულად
აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავისი სინდისისაგან მხილებული და იძულებული, თავისი თავის უღირსებასა და ცოდვილობას ჯერ თავის გულში პირუთვნელად გაამტყუნებს, შემდეგ კი თავის ცოდვებს მოძღვარს აღუარებს. ცოდვა ერთგვარად ხორცში შერჭობილ ეკალს ჰგავს, - სანამ ეკალს არ გამოიღებ, წყლული არ მორჩება; მსგავსადვე, თუ კაცმა აღსარებაში ცოდვა არ წარმოთქვა, მის გულში მისივე სავნებელად დარჩება
აღსარება პირველ დასაბამში მოითხოვა ღმერთმა ადამისაგან, გარნა ნაცვლად თავისი გამტყუნებისა აბრალა მან ევას და ვერ პოვა კურნება, არამედ უფროსად დაისაჯა.
ყოველი, რომელი ფარავს აღსარებასა შინა ცოდვასა თვისსა, ემასხრება საღმრთო მო...
იხილეთ სრულად
აღსარება პირველ დასაბამში მოითხოვა ღმერთმა ადამისაგან, გარნა ნაცვლად თავისი გამტყუნებისა აბრალა მან ევას და ვერ პოვა კურნება, არამედ უფროსად დაისაჯა.
ყოველი, რომელი ფარავს აღსარებასა შინა ცოდვასა თვისსა, ემასხრება საღმრთო მოქმედებას და შეურაცხჰყოფს ყოვლის მეცნიერსა ღმერთსა, რომელმან უწყის ზრახვანი კაცად კაცადისა.
საღვთო წერილის მიხედვით ვიცით, რომ არსებობენ ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, ძალნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი. ამიტომ ვაღიარებთ ანგელოზთა ცხრა დასს. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა არსებობა წმინ...
იხილეთ სრულად
საღვთო წერილის მიხედვით ვიცით, რომ არსებობენ ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, ძალნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი. ამიტომ ვაღიარებთ ანგელოზთა ცხრა დასს. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა არსებობა წმინდა წერილის თითქმის ყველა გვერდზე დასტურდება.
ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ანგელოზები ყოველთვის თეთრით მოსილი მბრწყინავი ჭაბუკების სახით ცხადდებოდნენ. ანგელოზთა გამოცხადების ხატწერის ტრადიციაც საუკუნეთა განმავლობაში ამას ეთანხმებოდა და მხოლოდ ამგვარ მბრწყინავ ჭაბუკებს...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ანგელოზები ყოველთვის თეთრით მოსილი მბრწყინავი ჭაბუკების სახით ცხადდებოდნენ. ანგელოზთა გამოცხადების ხატწერის ტრადიციაც საუკუნეთა განმავლობაში ამას ეთანხმებოდა და მხოლოდ ამგვარ მბრწყინავ ჭაბუკებს გამოსახავდა.
აღსარების უმაღლესი მნიშვნელობა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთი შვიდთა ქრისტიანთა საიდუმლოთაგანია და მასში სულიწმიდის მადლი მოქმედებს. ასე რომ, აღსარებისა და მოძღვრისაგან შენდობის მიღების გარეშე კაცს გამართლება და ცხონება არ ...
იხილეთ სრულად
აღსარების უმაღლესი მნიშვნელობა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთი შვიდთა ქრისტიანთა საიდუმლოთაგანია და მასში სულიწმიდის მადლი მოქმედებს. ასე რომ, აღსარებისა და მოძღვრისაგან შენდობის მიღების გარეშე კაცს გამართლება და ცხონება არ შეუძლია.
უფალი იესო ქრისტე თავად გვაუწყებს, რომ სიკვდილის მომენტში სულს ანგელოზები ეგებებიან: „და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა“ (ლუკ. 16, 22).
მფარველი ანგელოზები ღვთისაგან კაცთა დასახმარებლად წარმოიგზავნებიან და ისინიც ადამიანს, როგორც ღვთის ხატს, სიყვარულითა და ხალისით ემსახურებიან, თანაუგრძნობენ და არ უარყოფენ.
ყველა ადგილს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს; და თუკი იქ შეირყვნება სწავლება და შევა მწვალებლობა – ამ ადგილის მფარველი ანგელოზი მაშინვე ტოვებს იქაურობას.
ზეციურ ძალთა არსებობას შეადგენს ჰაეროვანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სული ანუ უნივთო ცეცხლი... რის გამოც ისინი ადგილით განსაზღვრულნი და უხილავნი არიან...