გმირობა, რა სახისაც არ უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრა...
იხილეთ სრულად
გმირობა, რა სახისაც არ უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არაფერს.
მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც ახლოს არიან ღმერთთან და ღვთისმშობელთან. უფალი ისე ახლოსაა ჩვენთან; ახლოსაა, ვიდრე ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერი გაივლის ჩვენი სხეულის შიგნით და აღწევს გულამდე, უფალი კი ცხოვრობს ადამიანის თვით გუ...
იხილეთ სრულად
მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც ახლოს არიან ღმერთთან და ღვთისმშობელთან. უფალი ისე ახლოსაა ჩვენთან; ახლოსაა, ვიდრე ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერი გაივლის ჩვენი სხეულის შიგნით და აღწევს გულამდე, უფალი კი ცხოვრობს ადამიანის თვით გულში.
მთელი მონაზვნური ცხოვრების არსი სამი უმთავრესი სახით გამოიხატება: ან განშორებით უნდა იმყოფებოდეს და განმარტოებით მოღვაწეობდეს, ან ვინმე ერთთან თუ ორთან დაყუდებით, ან საძმოში იმყოფებოდეს მოთმინებით.
მონაზვნის საქმეა – გახდეს სულიწმიდის ჭურჭელი. მან თავისი გული ისეთი მგრძნობიარე უნდა გახადოს, როგორც ნატიფი ოქროს ფირფიტა. მონაზვნის მთელი ღვაწლი არის სიყვარული, ამ გზაზეც იგი გამოდის უფლისადმი სიყვარულის გამო, რომელიც თავის თავში...
იხილეთ სრულად
მონაზვნის საქმეა – გახდეს სულიწმიდის ჭურჭელი. მან თავისი გული ისეთი მგრძნობიარე უნდა გახადოს, როგორც ნატიფი ოქროს ფირფიტა. მონაზვნის მთელი ღვაწლი არის სიყვარული, ამ გზაზეც იგი გამოდის უფლისადმი სიყვარულის გამო, რომელიც თავის თავში მოყვასისადმი სიყვარულსაც შეიცავს. ბერ–მონაზონი ფიქრობს კაცობრიობის უბედურებაზე, მისი გული ტკივილით წყლულდება და იგი განუწყვეტლივ, გულისმიერად ლოცულობს მსოფლიოზე. ასე ლოცვით შეავედრებს ბერი მსოფლიოს. არიან მონაზვნები, რო...
მონაზვნობა, პირველ რიგში, სულის სიწმინდეა. მორჩილების გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც თუ არ არის მორჩილება, იქ არც მონაზვნობაა. არა–მორჩილი – არც მონაზონია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მონაზვნობის გარეშე შეიძლე...
იხილეთ სრულად
მონაზვნობა, პირველ რიგში, სულის სიწმინდეა. მორჩილების გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც თუ არ არის მორჩილება, იქ არც მონაზვნობაა. არა–მორჩილი – არც მონაზონია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მონაზვნობის გარეშე შეიძლება დიდ სიმაღლეებს მიაღწიო და მოწამებრივ სრულყოფილებამდეც კი ახვიდე, მაგრამ გონების სიწმინდე მხოლოდ მონაზვნების ხვედრია, რომელიც მორჩილების ღვაწლით მიიღწევა. აი, რატომ მივიჩნევთ მორჩილებას მონაზვნობის საფუძვლად.
მონაზვნობა – ეს ლიტურგიკული გარდამოცემის მსგავსი გადმოცემაა, რომლის აღქმა მხოლოდ წიგნების საფუძველზე შეუძლებელია ადამიანისათვის. გონება, სულიერი ცოდნითაც კი არ თვინიერდება. პირიქით, მორჩილების საფუძველს მოკლებული, ამ ცოდნით ამაყობ...
იხილეთ სრულად
მონაზვნობა – ეს ლიტურგიკული გარდამოცემის მსგავსი გადმოცემაა, რომლის აღქმა მხოლოდ წიგნების საფუძველზე შეუძლებელია ადამიანისათვის. გონება, სულიერი ცოდნითაც კი არ თვინიერდება. პირიქით, მორჩილების საფუძველს მოკლებული, ამ ცოდნით ამაყობისა და პატივმოყვარეობისაკენ არის მიდრეკილი და არც თუ იშვიათად იმ გველს ემსგავსება, რომელიც ყვავილების ნექტარს შხამად აქცევს.
მონაზვნის ცხოვრება განუწყვეტელი მოწამეობაა. ტკბილი იესო ტანჯვათა შორის შეიცნობა. და როგორც კი იპოვი მას, მყისვე გასაჭირს გთავაზობს. მისი სიყვარული ტანჯვათა შორისაა. მცირეოდენ თაფლს გიჩვენებს, მის ქვეშ კი ნაღველის მთელი საწყობია. მ...
იხილეთ სრულად
მონაზვნის ცხოვრება განუწყვეტელი მოწამეობაა. ტკბილი იესო ტანჯვათა შორის შეიცნობა. და როგორც კი იპოვი მას, მყისვე გასაჭირს გთავაზობს. მისი სიყვარული ტანჯვათა შორისაა. მცირეოდენ თაფლს გიჩვენებს, მის ქვეშ კი ნაღველის მთელი საწყობია. მადლის თაფლი წინ უძღვის, უკან კი განსაცდელთა ნაღველი მოსდევს.
თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლ...
იხილეთ სრულად
თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად.