მეცნიერულ განვითარებას ვერავინ შეაჩერებს, - ასეთია ღვთის ნება. სამწუხაროა ის, რომ ტექნიკის მიღწევებს დიდად ჩამორჩება ჩვენი სულიერი ზრდა. ამან კი შექმნა დიდი საფრთხე როგორც ცალკეული პიროვნებისათვის, ისე მსოფლიოსათვის.
საქართველოს კულტურული, ინტლექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს. მეცნიერების და მის წარმომადგენელთა სულიერება იქნება სათავე ჩვენი ქვეყნის განათლებისა.
იმას, რაც ადამიანს ღვთისა და მისი რწმენისაგან განაშორებს, არ შეიძლება მეცნიერება ეწოდოს, ის ცრუ მეცნიერებაა და შედეგად მხოლოდ დაღუპვა მოაქვს. ჩვენი ვალია ეკლესიური ცხოვრება ვასწავლოთ მეცნიერებს.
თავისი ფუნქციის სწორად შეფასებას და შესრულებას ინტელიგენცია შეძლებს მხოლოდ მაშინ, თუ თავის ცოდნას რწმენას დაუკავშირებს. ოდენ ამ შემთხვევაში მიაღწევს ის დიდ და სასურველ შედეგებს.
სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდაგვარად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა.
ცოდნა თითონ თავის-თავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათა...
იხილეთ სრულად
ცოდნა თითონ თავის-თავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს ამით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგან ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.
სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნ...
მონასტის გარემოს: დიდ ძმობას, ყვავილებს, ხეებს, ნაყოფს და ა.შ. ვადრი სკას. კურთხეული ფუტკარი ის მწერია, რომელიც ქებას იმსახურებს, ის მიბაძვის ღირსია, ვინაიდან გამუდმებით იღწვის მოყვასისათვის. ეს მთელი საერთო საცხოვრებელი მონასტერი...
იხილეთ სრულად
მონასტის გარემოს: დიდ ძმობას, ყვავილებს, ხეებს, ნაყოფს და ა.შ. ვადრი სკას. კურთხეული ფუტკარი ის მწერია, რომელიც ქებას იმსახურებს, ის მიბაძვის ღირსია, ვინაიდან გამუდმებით იღწვის მოყვასისათვის. ეს მთელი საერთო საცხოვრებელი მონასტერია თავისი წესებით. მათ ჰყავთ უფროსი და ყველას თავისი მოვალეობა აკისრია. მათ შორის საერთო საცხოვრებლისთვის დამახასიათებელი წესრიგი სუფევს: შორს დაფრინავენ ყვავილებისთვის, ერთს მოაქვს ნექტარი, მეორეს – წყალი, მესამეს – თიხა...