ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსა...
იხილეთ სრულად
ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ბუზმენტებით მორთულს თავადსაცა. ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვიდებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულ-მონდომილი და მოწადინებული მივიდეს კარამდისა.
მონაზონს არ შეშვენის ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა, არც გატაცება მშვენიერი ნაგებობებით, ვენახებითა და მსხმოიარე ბაღებით, ფრინველითა და საქონლით და სხვა საქმეებით, არამედ კიდეც რომ აკლდეს აუცილებელი სახმარი, მაინც უნდა მადლობდეს...
იხილეთ სრულად
მონაზონს არ შეშვენის ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა, არც გატაცება მშვენიერი ნაგებობებით, ვენახებითა და მსხმოიარე ბაღებით, ფრინველითა და საქონლით და სხვა საქმეებით, არამედ კიდეც რომ აკლდეს აუცილებელი სახმარი, მაინც უნდა მადლობდეს ღმერთს, ხოლო სოფელი შერაცხოს უცხოდ. რადგან თუ გაიტაცა ქვეყნიურის სიყვარულმა, ვერ იქნება ღვთის მეგობარი და ვერც კაცობრიულ ზრახვებს განეშორება.
საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღე-და-ღამ გონებაში ვიქონიოთ, ამას უნდა მივეცნეთ ყველანი ერთად და თვითოე...
იხილეთ სრულად
საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღე-და-ღამ გონებაში ვიქონიოთ, ამას უნდა მივეცნეთ ყველანი ერთად და თვითოეულად ცალკე ყოვლის ჩვენის შეძლებითა და ღონითა.
ცოდნა აამპარტავნებს და სიყვარული აღაშენებს... ზოგი წმინდანთა ცხოვრებას კითხულობს და ამპარტავნებით ბაძავს მათ და არა სწავლებას იღებს მათგან. და კიდევ, რაც ეკლესიამ მიიღო, მხოლოდ იმ წიგნების წაკითხვა შეიძლება, აპოკრიფული სახარებისა ...
იხილეთ სრულად
ცოდნა აამპარტავნებს და სიყვარული აღაშენებს... ზოგი წმინდანთა ცხოვრებას კითხულობს და ამპარტავნებით ბაძავს მათ და არა სწავლებას იღებს მათგან. და კიდევ, რაც ეკლესიამ მიიღო, მხოლოდ იმ წიგნების წაკითხვა შეიძლება, აპოკრიფული სახარებისა - არა, რადგან ზოგი სახეცვლილია უკვე.
უსწავლელისათვის ძნელი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსისა, რომელიც შექმნა შემოქმედმა თავისი განუზომელი ძლიერებითა და უკვდავი მარჯვენით, და რომელსაც დღეს ჩვენი მატერიალური სამყარო წარმოადგენს ჩვენთვის.
ჩვენ ვცხოვრობთ მიწყივ ცვალებად მსოფლიოში, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ხანაში. ეს პროცესი იმდენად სწრაფია, რომ ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს შეიცნოს ყოველივე, რაც ხდება მის გარშემო.
მონაზვნობის ხარისხის მიმღებმა უნდა იცოდეს, რომ სადღაც მარტოობაში განსაკუთრებით ესხმის თავს ბოროტი სული, რომელსაც სურს, ცხონების სწორ გზას მოსწყვიტოს იგი.