ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ი...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავვალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ...
ჯვრის გარეშე, ძლევის გარეშე – ცხონება არ არის!
ასე გვასწავლის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. მოძღვრება ძლევაზე, ჯვრის ტარებაზე მთელ წმინდა წერილს წითელ ზოლად მიჰყვება, მასზე ნათლად მოწმობს ეკლესიის მთელი ისტორია, ღვთის სათნომყოფელთა – ღვთ...
იხილეთ სრულად
ჯვრის გარეშე, ძლევის გარეშე – ცხონება არ არის!
ასე გვასწავლის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. მოძღვრება ძლევაზე, ჯვრის ტარებაზე მთელ წმინდა წერილს წითელ ზოლად მიჰყვება, მასზე ნათლად მოწმობს ეკლესიის მთელი ისტორია, ღვთის სათნომყოფელთა – ღვთის მოშიშ ქრისტიანთა მოღვაწეების ცხოვრება. დიდი მარხვა გამოიხატა, ცხოვრებისეულ ჯვრის ტარებაში, მხოლოდ ყოველწლიური განმეორებითი ვარჯიშით, ვარჯიში ძლევაში, განუყოფლად დაკავშირებული ჭეშმარიტი ქრისტიანის მთელ ცხოვრებასთან.
რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა ნაცვლად ზემოთჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თ...
იხილეთ სრულად
რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა ნაცვლად ზემოთჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება და გარეგნული შემკობა შეიყვარეს, ეს ფრიად სამწუხარო და ჩვენი ერის მომავლისათვის ფრიად მავნებელი აღმოჩნდება.
ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა და ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო – სოფელსა ამ...
იხილეთ სრულად
ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა და ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო – სოფელსა ამას შინა ჭირი გექნებათო, – გვამხნევებს კიდეც და გვეუბნება: „არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოანე 16, 33).
ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშ...
იხილეთ სრულად
ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის რომ, ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი.
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმ...
იხილეთ სრულად
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმერთი მარადისობაში.
ცხონების მთელი საიდუმლო სინანულშია. რა მარტივია ეს, რა ცხადია! ღვთისგან ჩვენთვის ნაჩვენებ მაცხოვნებელ სინანულს ვტოვებთ და მოჩვენებით სათნოებებში მოღვაწეობისკენ მივისწრაფით, რადგან ჩვენს გრძნობებს ისინი სიამოვნებს.