წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ გსურს შეიტყო კეთილწარმატებაჲ შენი, გამოსცადე, რაოდენ ცოდვილად განიცდი თავსა შენსა; და ვითარ მეტად ნათელ არს მზერაჲ შენი, უფრორე კეთილად ხედავ დიდებასა ღვთისასა და ცოდვილობასა თავისა შე...
იხილეთ სრულად
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ გსურს შეიტყო კეთილწარმატებაჲ შენი, გამოსცადე, რაოდენ ცოდვილად განიცდი თავსა შენსა; და ვითარ მეტად ნათელ არს მზერაჲ შენი, უფრორე კეთილად ხედავ დიდებასა ღვთისასა და ცოდვილობასა თავისა შენისასა".
- ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ? - ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია. თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარ...
იხილეთ სრულად
- ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?- ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია. თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.