პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
63. არავინ გაცდუნოს, მდაბალო მონაზონო, იმ აზრით, რომ თითქოს შენი ცხონება შეიძლებოდეს, თუ ავხორცობასა და პატივმოყვარეობას ემსახურები.
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვა... იხილეთ სრულად
35. ადამიანურ ქმედებათა შორის ბევრი სიკეთეა თავისთავად, მაგრამ რაღაც მიზეზით უკეთურებად იქცევა. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნება, მოწყალება და უცხოთა შევრდომა, თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როცა ყოველივე ... იხილეთ სრულად
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკე... იხილეთ სრულად
80. "ისწავლეთ ჩემგან, ამბობს უფალი, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათ. 11,29). სიმშვიდე გულისწყრომას აღშფოთებისაგან იცავს, ხოლო სიმდაბლე გონებას ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობისაგან ათავისუფლებს.
75. ვინც არ მოაშთობს პატივმოყვარეობასა და ავხორცობას და მათგან აღმოცენებულ და შობილ ვერცხლისმოყვარეობას, ის ვერ აღკვეთს მრისხანების აღმგზნებ მიზეზებს. ხოლო ვინც ყოველივე ამას არ მოიკვეთს, ის სრულყოფილ სიყვარულსაც ვერ მიაღწევს.
72. ვინც ერთნაირ არარაობად არ მიიჩნევს დიდებასა და უბრალოებას, სიმდიდრესა და სიღარიბეს, სიამესა და მწუხარებას, მას ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია სრულყოფილი სიყვარულისათვის. სრულყოფილი სიყვარული არა თუ ყოველივე ამას მიიჩნევს არარად, არამ... იხილეთ სრულად
46. ვინც ღვთის შემეცნების ღირსი გახდა და სიყვარული მოიპოვა, მის ცოდნას არასდროს დაეუფლება პატივმოყვარეობის სული, ხოლო ვინც ამას ვერ მიაღწია, მას ადვილად შეიპყრობს იგი. ხოლო, თუ ასეთი ადამიანი, რასაც არ უნდა იქმოდეს, ღმრთზე იფიქრებ... იხილეთ სრულად