მოციქულებიდან მოყოლებული, მართლმადიდებელ მღვდელს სულიწმიდა ხელდასხმის მადლით აქვს მინიჭებული, განსხვავებით სექტანტებისა და მწვალებლებისაგან, რომელთაც ეს არ გააჩნიათ. თუ ცოდვილია მღვდელი, წესის აღსრულებისას უხილავი თოკებით არის შეკ...
იხილეთ სრულად
მოციქულებიდან მოყოლებული, მართლმადიდებელ მღვდელს სულიწმიდა ხელდასხმის მადლით აქვს მინიჭებული, განსხვავებით სექტანტებისა და მწვალებლებისაგან, რომელთაც ეს არ გააჩნიათ. თუ ცოდვილია მღვდელი, წესის აღსრულებისას უხილავი თოკებით არის შეკრული და წმინდა ანგელოზები ასრულებენ საიდუმლოს. მღვდელი მაშინაა მღვდელი, როცა თვითონ ასრულებს საიდუმლოს. ცოდვილი მღვდელი იმას ემსგავსება, უკვდავების ჭასთან რომ იდგეს და უკვდავების წყარო ოქროს თასით ამოჰქონდეს. მისი ცოდვილ...
მონასტერი, სადაც წმიდანი არ არის, მონასტერი არაა!.. ის საერთო საცხოვრებელს უფრო ჰქავს. წინამძღცარს, რომელსაც არა აქვს სულიერი ხედვა, საღმრთო განათლება და საკუთარი ვნებების დამარცხების გამოცდილება, ის ვერ იქნება სხვათა ჭეშმარიტი მო...
იხილეთ სრულად
მონასტერი, სადაც წმიდანი არ არის, მონასტერი არაა!.. ის საერთო საცხოვრებელს უფრო ჰქავს. წინამძღცარს, რომელსაც არა აქვს სულიერი ხედვა, საღმრთო განათლება და საკუთარი ვნებების დამარცხების გამოცდილება, ის ვერ იქნება სხვათა ჭეშმარიტი მოძღვარი. ის იღუპავს თავს და აუცილებლად დაღუპავს სხვას!.. წმიდა მამათა წიგნების კითხვით შეუძლებელია უხელმძღვანელო ცოცხალი ადამიანების სულებს, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან თავიანთი სულიერი, გონებრივი, ფიზიკური თავისებურებ...
რომ იცოდე, თუ როგორი სიტკბო ელის მართლის სულს ზეცაში, მაშინ გადაწყვეტდი, რომ დროებით ცხოვრებაში მწუხარებანი, დევნა და ცილისწამება მადლობით მოგეთმინა. თვით ეს ჩვენი სენაკი მატლებით სავსე რომ ყოფილიყო და ამ მატლებს მთელი ჩვენი დროებ...
იხილეთ სრულად
რომ იცოდე, თუ როგორი სიტკბო ელის მართლის სულს ზეცაში, მაშინ გადაწყვეტდი, რომ დროებით ცხოვრებაში მწუხარებანი, დევნა და ცილისწამება მადლობით მოგეთმინა. თვით ეს ჩვენი სენაკი მატლებით სავსე რომ ყოფილიყო და ამ მატლებს მთელი ჩვენი დროებითი ცხოვრების მანძილზე ჩვენი სხეული ეჭამათ, მაინც მთელი სურვილით უნდა დავთანხმებოდით ამას, რათა არ დაგვეკარგა ის ზეციური სიხარული, რომელიც ღმერთმა მის მოყვარულებს განუმზადა.
კეთილი და პატიოსანი მღვდელი მხარდამხარ უდგას ერსა: ყოველ მის ნაკლოვანებას ამჩნევს და ამხელს, ხოლო კეთილსა და მოსაწონსა აქებს და წაახალისებს. კეთილი მღვდელი ეტყვის ერს მას კი არა რაც ეამება, არამედ რაც მოუხდება და უშველის მის წარმა...
იხილეთ სრულად
კეთილი და პატიოსანი მღვდელი მხარდამხარ უდგას ერსა: ყოველ მის ნაკლოვანებას ამჩნევს და ამხელს, ხოლო კეთილსა და მოსაწონსა აქებს და წაახალისებს. კეთილი მღვდელი ეტყვის ერს მას კი არა რაც ეამება, არამედ რაც მოუხდება და უშველის მის წარმატებასა.
განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.
ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ზეცის ჭეშმარიტი ქრისტიანული გამოცდილების სამი თავისებურება, ეს არის – ზეაღსვლა სულისა, ანგელოზების მიერ სულის თანხლება, ზეცის მკვიდრ სულთა მიგებება, რომელთაც უერთდება კიდეც.