ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
კეთილი და ჭეშმარიტი მოძღვარი აუცილებლად ზედმეტი “თავმდაბლობის” გარეშე მოგცემთ პასუხს, რომ მას შეუძლია მიგიყვანოს ღმერთთან, თუ ამისთვის შენც ყველაფერს გააკეთებ.
თანდათანობით მზარდ ძალას, რომელიც იპყრობს ჩვენს სულს ავი ზრახვებით, წმიდა მამები ასე გამოხატავენ:
1. თავდაპირველად ჩნდება ე.წ. მანქანა. ამას უწოდებენ ყველა უბრალო ზრახვას, ან უბრალოდ რომელიმე საგნის წარმოდგენას, ან რომელიმე ...
იხილეთ სრულად
თანდათანობით მზარდ ძალას, რომელიც იპყრობს ჩვენს სულს ავი ზრახვებით, წმიდა მამები ასე გამოხატავენ:
1. თავდაპირველად ჩნდება ე.წ. მანქანა. ამას უწოდებენ ყველა უბრალო ზრახვას, ან უბრალოდ რომელიმე საგნის წარმოდგენას, ან რომელიმე აზრს, რომელიც ადამიანს თავში მოსდის. მანქანას უცოდველს უწოდებენ, იგი არ იმსახურებს არც ქებას, არც გაკიცხვას, მანამ, სანამ არ გამოიწვევს ჩვენში მისადმი ამა თუ იმ დამოკიდებულებას.
2. მეორე მომენტი დგება მაშინ, როდესაც ჩვენ ვამჩნ...
როდესაც მონაზონი არ მორწმუნე დიაკვნის ხარისხში აჰყავთ, მაშინ მას ღვთისგან ეხსნება გონებრივი და სულიერი შესაძლებლობის 30%. მოკლედ გეტყვით რა შედის ამაში: ნამდვილი დიაკონი – არჩევს სულებს, ხედავს ჰაერში ბოროტ სულებს, კითხულობს ადამი...
იხილეთ სრულად
როდესაც მონაზონი არ მორწმუნე დიაკვნის ხარისხში აჰყავთ, მაშინ მას ღვთისგან ეხსნება გონებრივი და სულიერი შესაძლებლობის 30%. მოკლედ გეტყვით რა შედის ამაში: ნამდვილი დიაკონი – არჩევს სულებს, ხედავს ჰაერში ბოროტ სულებს, კითხულობს ადამიანის აზრებს და ტელეპატიურ დონეზე შეუძლია ისაუბროს მღვდელთან. ღმერთი ისმენს მის ლოცვებს, მაგრამ ნამდვილი მღვდელივით ვერ იხედება ადამიანის შინაგან სამყაროში (გულსა და სულში).
როდესაც დიაკვანი, მასზე დაშვებულ დიდ ძალას შეეგ...
რაც შეეხება მოძღვრის არჩევას, ამ შემთხვევაში, ყურს ნუ დაუგდებ სხვათა რჩევებს:ეს მოძღვარი ძლიერია, ის განათლებული, ის სულიერი და სხვა. ისინი შეიძლება იყვნენ ქების ღირსნიც, მაგრამ არ იყვნენ შენი მოძღვარნი!.. თქვენ ლოცვაში თხოვდეთ ღმ...
იხილეთ სრულად
რაც შეეხება მოძღვრის არჩევას, ამ შემთხვევაში, ყურს ნუ დაუგდებ სხვათა რჩევებს:ეს მოძღვარი ძლიერია, ის განათლებული, ის სულიერი და სხვა. ისინი შეიძლება იყვნენ ქების ღირსნიც, მაგრამ არ იყვნენ შენი მოძღვარნი!.. თქვენ ლოცვაში თხოვდეთ ღმერთს, რათა აგარჩევინოთ თქვენი სულის ახლობელი მოძღვარი, მერე დააკვირდით მოძღვრებს, მათ სხვადასახვა ნიჭები და თვისებები აქვთ, მაგრამ თქვენ უპირველესად, დააკვირდით, თუ რამდენად ახლობელი და შინაურია იგი შენი სულისათვის. ესაა...
გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს: შენ წმინდანი ხარ, მეორე – შენ ვერ გადარჩები; ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს: შენ წმინდანი ხარ, მეორე – შენ ვერ გადარჩები; ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები და მომიტევებს მე ცოდვებს. ერწმუნე ამას და იქნება ასე; უფალი გაპატიებს.
ვერც ბოროტ ზრახვებს დაამარცხებს მათი გამომწვევი მიზეზების გარეშე და ვერც მიზეზებს – ზრახვების გარეშე ის, ვინც მათთან ბრძოლას ეწევა. ვინაიდან თუ ერთს უარვყოფთ, მცირე ხნის შემდეგ მეორის საშუალებით ორივეს მიერ ვიქნებით დაპყრობილნი.