მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეიძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობის მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა, (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა)რომელიც მას ნათლიის პასუხ...
იხილეთ სრულად
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეიძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობის მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა, (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა)რომელიც მას ნათლიის პასუხისმგებლობით ევალება.
არსებობს მცდარი აზრი! - თითქოს იმდენი უნდა მონათლო, რამდენიც გთხოვს და არ შეიძლება უარის თქმა. სინამდვილეში რამდენსაც ეპატრონები იმდენის მონათვლა შეგიძლია და თუ შენ გეეჭვება, მაშინ სხვა მონათლავს, ვი...
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რამდენადაც ეს ა...
იხილეთ სრულად
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რამდენადაც ეს ამქვეყნად მცხოვრებისათვის შეუძლებელია, ჩვენი უბიწოებისა და ზეციურ მამასთან შესარიგებლად მხოლოდ ერთი საშუალება - მონანიება და აღსარება დაგვრჩენია. ამიტომ უწოდებენ წმინდა მამები მონანიებას "მეორე ნათლისღებას"
ზოგიერთი, მცირე ხნით რომ დარჩეს ლოცვის გარეშე, ვერ ძლებს და იტანჯება. ის წუთები, როცა უნდა ელოცა და ვერ შეძლო, ტანჯვად მიაჩნია. და განაგრძო „როცა მშობელი დედა ან რომელიმე ნათესავი გვიკვდება, წიგნს კი არ ვიღებთ რომ ვიტიროთ, მწუხარე...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი, მცირე ხნით რომ დარჩეს ლოცვის გარეშე, ვერ ძლებს და იტანჯება. ის წუთები, როცა უნდა ელოცა და ვერ შეძლო, ტანჯვად მიაჩნია. და განაგრძო „როცა მშობელი დედა ან რომელიმე ნათესავი გვიკვდება, წიგნს კი არ ვიღებთ რომ ვიტიროთ, მწუხარებისაგან სიტყვები გონებაში თავისთავად მოდიან, ასეა ლოცვაშიც. ჩვენ უნდა აღვუაროთ ღმერთს ის, რაც გვაწუხებს“.
ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუკი ლოცვის საგანი სათნო იქნება მისთვის.
ვისაც არა აქვს აზრებისაგან სუფთა ლოცვა, მას არა აქვს იარაღი თავდასაცავად. ლოცვას ვამბობ ისეთს, რომელიც შეუწყვეტლად მოქმედებს ჩვენს სულიერ საგანძურში და უფლის სახელის მოწოდებით ანადგურებს და ფანტავს მტერს.
ვინც ხორციელად ლოცულობს და ჯერ კიდევ არა აქვს სულიერი გულისხმისყოფა, იმ ბრმას ემსგავსება, რომელიც ღაღადებდა: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ (მარკოზი 10.48).
ნარკომანი ყიდის თავის სულს, თვით მარადისობას "ოცნების სასახლეზე", "ვარდისფერ ნისლზე". მა სუკვე უჭირს დაბრუნება ფანტასტიკური სამყაროდან, მისი "სიმშვიდიდან" აქ, მიწაზე, სადაც მუდმივი ბრძოლაა, ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის; გან...
იხილეთ სრულად
ნარკომანი ყიდის თავის სულს, თვით მარადისობას "ოცნების სასახლეზე", "ვარდისფერ ნისლზე". მა სუკვე უჭირს დაბრუნება ფანტასტიკური სამყაროდან, მისი "სიმშვიდიდან" აქ, მიწაზე, სადაც მუდმივი ბრძოლაა, ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის; განზე დგომა ურჩევნია, ომის დროს ბუჩქებში დამალვას და დაძინებას ლამობს, რათა ვერც ვერაფერი დაინახოს და ვერც ვერაფერი გაიგონოს, მაგრამ სულის ცხონებისათვის ბრძოლაა საჭირო, ამ ბრძოლას ვერსად გავექცევით, და რაც უფრო ადრე გამოერკ...
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შემოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმინდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გაკვირვებს...
იხილეთ სრულად
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შემოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმინდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გაკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე, ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".
უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მითუმეტეს მთელი ერისა და ქვეყნისა.
თუ ადამიანს სტკივა ის, რისთვისაც ლოცულობს, მაშინ იგი ერთი ამოოხვრითაც კი აღასრულებს გულისმიერ ლოცვას. მრავალნი, როცა ადამიანები ლოცვას სთხოვენ, დროს არ დაგიდევენ და ამ ადამიანების გაჭირვებისათვის მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით ლოცულობენ....
იხილეთ სრულად
თუ ადამიანს სტკივა ის, რისთვისაც ლოცულობს, მაშინ იგი ერთი ამოოხვრითაც კი აღასრულებს გულისმიერ ლოცვას. მრავალნი, როცა ადამიანები ლოცვას სთხოვენ, დროს არ დაგიდევენ და ამ ადამიანების გაჭირვებისათვის მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით ლოცულობენ. მე არ ვამბობ, რომ ლოცვა საჭირო არაა, მაგრამ თუ ისე მოხდება, რომ დრო არ გაქვთ, სხვისი ტკივილის გამო ოხვრაც კი უკვე გულისმიერი ლოცვაა. ანუ თავისი ძალით იგი საათობით ლოცვას უტოლდება.
როგორც ვიცით, ნათელ-მირონობა უდიდესი სულიერი ნათესაობაა, რომელიც თაობებში გადადის და მიუხედავად აღნიშნული პასუხისმგებლობისა, ხშირად ისეთი რამ ისმინება, გვაპატიოს უფალმა, ენა ვერ გამოთქვამს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რომელიმე უზნე...
იხილეთ სრულად
როგორც ვიცით, ნათელ-მირონობა უდიდესი სულიერი ნათესაობაა, რომელიც თაობებში გადადის და მიუხედავად აღნიშნული პასუხისმგებლობისა, ხშირად ისეთი რამ ისმინება, გვაპატიოს უფალმა, ენა ვერ გამოთქვამს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რომელიმე უზნეო და არაადამიანი რაიმე ბილწი ურთიერთობით ბღალავს ნათელმირონობის სიწმინდეს, დიდი შეუნანებლობის შემთხვევაში, მარადიული, შუაგული ჯოჯოხეთის სატანჯველს ვერ ასცდება.