ლოცვა სამგვარი არსებობს: ბაგისმიერი, გონებისმიერი და გულისმიერი. პირველი გამოითქმის ბაგით, მაგრამ გონება მიმოვალს აქეთ–იქით. მეორე შემთხვევაში გონებაც მონაწილეობს ლოცვაში. გულის ყურადღებით შემჭიდროება არ არის საჭირო. თუკი ყურადღებ...
იხილეთ სრულად
ლოცვა სამგვარი არსებობს: ბაგისმიერი, გონებისმიერი და გულისმიერი. პირველი გამოითქმის ბაგით, მაგრამ გონება მიმოვალს აქეთ–იქით. მეორე შემთხვევაში გონებაც მონაწილეობს ლოცვაში. გულის ყურადღებით შემჭიდროება არ არის საჭირო. თუკი ყურადღებით მკერდის არეში იქნები, მაშინ გულიც უთანაგრძნობს ლოცვას. მესამე შემთხვევა, – გულისმიერი ლოცვა, – იშვიათად მოიპოვება და უდიდესი სიმდაბლისთვის ენიჭება ადამიანს. ისეთი ადამიანი, რომელიც ვნებებისგან არ განწმენდილა, არ უნდა ...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან
რადგან სიკვდილიც ვერ აშინებთ, რაც მთავარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან, -
შვილნი ნათლისა, ცის მამულში, ღმერთთან არიან...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
იხილეთ სრულად
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან
რადგან სიკვდილიც ვერ აშინებთ, რაც მთავარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან, -
შვილნი ნათლისა, ცის მამულში, ღმერთთან არიან...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
რადგან სიკეთეს ასხივებენ, მზეებრ არიან, -
რადგან სიხარბემ მათი გული ვერ გადარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
ჰყვავის მათ გულში სიყვარული, მშვიდი დარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
უღვთოდ რამდენი სიბრმავე და სიმწუხარეა?..
ნეტარ არ...
ლოცვა, რომელიც სრულდება გულმოდგინებით, მხნეობით, მოწიწებით, რწმენით, ლმობიერებით და ყურადღებით – კეთილი და სასარგებლოა. ეშმაკი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის მათ, ვინც ლოცულობს, ხოლო ვინც არ ლოცულობს, ისინი უყვარს. ლოცვით ადამიანი ...
იხილეთ სრულად
ლოცვა, რომელიც სრულდება გულმოდგინებით, მხნეობით, მოწიწებით, რწმენით, ლმობიერებით და ყურადღებით – კეთილი და სასარგებლოა. ეშმაკი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის მათ, ვინც ლოცულობს, ხოლო ვინც არ ლოცულობს, ისინი უყვარს. ლოცვით ადამიანი ღმერთს ესაუბრება და თხოვს მას სიკეთეებსა და ცხონებას. მლოცველი თავმდაბალი უნდა იყოს.
ნება ღვთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღვთისა, ...
იხილეთ სრულად
ნება ღვთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღვთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს (1, 516).
ლოცვანისა და ფსალმუნების გარეშე ყოფნა არ შეიძლება. მათი კითხვით ისევე თბება გული, როგორც ღუმელში ცეცხლის შეკეთებით ძლიერდება შესუსტებული ცეცხლი, მაგრამ როდესაც გული გათბება და საოცარი გრძნობა დაეუფლება მთელ სულს, მაშინ შეწყვიტეთ კ...
იხილეთ სრულად
ლოცვანისა და ფსალმუნების გარეშე ყოფნა არ შეიძლება. მათი კითხვით ისევე თბება გული, როგორც ღუმელში ცეცხლის შეკეთებით ძლიერდება შესუსტებული ცეცხლი, მაგრამ როდესაც გული გათბება და საოცარი გრძნობა დაეუფლება მთელ სულს, მაშინ შეწყვიტეთ კითხვა და ილოცეთ თქვენი სიტყვებით.
ლოცვა საომარი იარაღია დემონების, ვნებების, ცოდვის და საერთოდ ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენს გადარჩენას გზად ეღობება.
არ შეცდები, რადაგანაც იქ სიმშვიდეს, გადარჩენასა და უსაფრთხოებას პოულობს გემი, რომელსაც ქარიშხლის დროს ...
იხილეთ სრულად
ლოცვა საომარი იარაღია დემონების, ვნებების, ცოდვის და საერთოდ ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენს გადარჩენას გზად ეღობება.
არ შეცდები, რადაგანაც იქ სიმშვიდეს, გადარჩენასა და უსაფრთხოებას პოულობს გემი, რომელსაც ქარიშხლის დროს ზვირთები აქეთ–იქით ახეთქებდა.
მართალია ნეტარება მდგომარეობს უფალი ღმერთის პირისპირ ჭვრეტაში, მისი დიდებულების შეცნობაში, რაც ადამიანის სულს ამაღლებს და ათავისუფლებს ყოველივე ქვეყნიური სიმძიმისაგან და ანიჭებს ნეტარებას.