თემა: ლოცვა

ლოცვა სამგვარი არსებობს: ბაგისმიერი, გონებისმიერი და გულისმიერი. პირველი გამოითქმის ბაგით, მაგრამ

ლოცვა სამგვარი არსებობს: ბაგისმიერი, გონებისმიერი და გულისმიერი. პირველი გამოითქმის ბაგით, მაგრამ გონება მიმოვალს აქეთ–იქით. მეორე შემთხვევაში გონებაც მონაწილეობს ლოცვაში. გულის ყურადღებით შემჭიდროება არ არის საჭირო. თუკი ყურადღებით მკერდის არეში იქნები, მაშინ გულიც უთანაგრძნობს ლოცვას. მესამე შემთხვევა, – გულისმიერი ლოცვა, – იშვიათად მოიპოვება და უდიდესი სიმდაბლისთვის ენიჭება ადამიანს. ისეთი ადამიანი, რომელიც ვნებებისგან არ განწმენდილა, არ უნდა გაკადნიერდეს ამგვარი ლოცვის შედგომით, – ამბობს წმ. გრიგოლ სინელი. გულის შემუსვრილებასა და ცრემლებს თვითმიზნად ნუ გაიხდი, ხოლო როდესაც თავად მოგიხილავს გულის ლმობიერება და სითბო, შეჩერდი იქამდე, ვიდრე გაივლიდეს, ნუ იფიქრებ, რომ რაღაც დიდი დაიუნჯე. ეს ხდება ხოლმე ყურადღების მოკრებით, ხიბლი არ გეგონოს. კიდევ მსურს გაცნობო: თუკი სითბო მთელ სხეულში დაგივლის, იგი ხორციელი კი არ არის, არამედ სულიერია. ამ დროს ცრემლი თვისთავად წამოგივა თვალთაგან და ადამიანებიც ანგელოზებად მოგეჩვენება. ფეხზე დგომას ვერ შეძლებ, უნდა დაჯდე ან დაწვე. თუკი ასეთი რამ ტაძარში დაგემართება, სასწრაფოდ გარეთ უნდა გახვიდე, თორემ ისინი, ვისაც მსგავსი რამ არ გამოუცდიათ, ხიბლში ჩაგითვლიან. ეს სინამდვილეში ხიბლი კი არ არის, არამედ ზეციერმა სტუმარმა მოგიხილა.
 
თემატური კითხვები
0