თუ სიყვარულს არ შეიტკბობთ და განაგდებთ, - ქრისტეს მოწაფეობის სახელი რომ გეწოდება, - ქრისტიანო, - ეს სახელიც უნდა განაგდო, რადგან ქრისტეს მოწაფეობის ნიშანი - სიყვარული არის, ვითარცა თვით უფალი იესო ბრძანებს: "უკეთუმცა იყვარებოდეთ უ...
იხილეთ სრულად
თუ სიყვარულს არ შეიტკბობთ და განაგდებთ, - ქრისტეს მოწაფეობის სახელი რომ გეწოდება, - ქრისტიანო, - ეს სახელიც უნდა განაგდო, რადგან ქრისტეს მოწაფეობის ნიშანი - სიყვარული არის, ვითარცა თვით უფალი იესო ბრძანებს: "უკეთუმცა იყვარებოდეთ ურთიერთს, ამით ჰსცნან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ხართ ჩემნი". რადგან ნიშანი ქრისტეს მოწაფეობისა - სიყვარული მოიძულე, უეჭველი არის, აღარც ქრისტეს მოწაფეობა გნებავს, - ჰსჩანს, რომ ისიც მოიძულე
საზოგადოებაში გავრცელდა ცრურწმენა, რომ თითქოს ყველა რელიგია მთლიანობაში ერთი და იგივეა. ოკულტიზმი იზიარებს იმ თვალსაზრისს, რომ ყველა რელიგია სხვდასხვა გზით ერთი და იმავე მიზანთან მიდის.
რა არის თვით უმაღლესი ესე თვისება ჩვენი სიცოცხლისა "სიყვარული?" თუ არა სახრჩობელა. ნუთუ ესე სიყვარული არ არის თვით ულმობელი ჯალათი? სად არს ტანჯვა ესოდენი და რაი არს გეენიის მშობელი ეგზომად ადამიანის ტანჯვათა წარმომშობელი, ვითარ ს...
იხილეთ სრულად
რა არის თვით უმაღლესი ესე თვისება ჩვენი სიცოცხლისა "სიყვარული?" თუ არა სახრჩობელა. ნუთუ ესე სიყვარული არ არის თვით ულმობელი ჯალათი? სად არს ტანჯვა ესოდენი და რაი არს გეენიის მშობელი ეგზომად ადამიანის ტანჯვათა წარმომშობელი, ვითარ სიყვარული. ე.ი. ძვირფას სიყვარულს ავ-კარგის დღე და ღამ ფიქრი, წვალება და რამე უბედურების არა შემთხვევისგან ვაება? აგრეთვე ღალატი ცოლ-ქმართა შორის და უკანასკნელ ძვირფასთა გარდაცვალება... ესე არს სიყვარულის აუწერელი ტანჯვა-...
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა, - კაცი უნდა შეიყვარო,...
იხილეთ სრულად
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა, - კაცი უნდა შეიყვარო, ღვთის ქმნილება, შენი ძმა, ხოლო ბოროტება და უსამართლობა, რომელიც მის გულშია, უნდა გძულდეს. უდიდესი ნაწილი ჩვენი უბედურებისა მტრობისა და სიძულვილისაგან მომდინარეობს, თუ მტრობასა და სიძულვილს სიყვარულით მოვსპობთ, ჩვენ შორი...
რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანას შენი უმწეობა და ნაკლოვანება.
ერთი ჯარის...
იხილეთ სრულად
რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანას შენი უმწეობა და ნაკლოვანება.
ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვე...
საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპირველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარ...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპირველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარულით არაფერი შეემატება. თუ ღმერთზე ფიქრი ადამიანის გულში მუდმივად სუფევს, მაშინ იგი ცდილობს ღმრთის სიყვარულის ღირსი გახდეს. ეს ფიქრი და ზრუნვა მას განსწმენდს, განამდიდრებს, აღამაღლებს
პატივმოყვარეობა სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: "სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია" (იხ. იგავ. 1.7). ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პა...
იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: "სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია" (იხ. იგავ. 1.7). ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პატივმოყვარეს საკუთარ თავზე.
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ სიყვარულში ჩვენ...
იხილეთ სრულად
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ სიყვარულში ჩვენი საკუთარი სიკეთე დევს.
პატივმოყვარეობის დაძლევა დიდი ღვაწლია. ამისთვის კარგი საშუალებაა ფარულად სიკეთის ქმნა და ხშირი ლოცვა, ხოლო ნიშანი იმისა, რომ ამ ვნებისაგან განთავისუფლდი, ავისმთქმელზე ურისხველობაა.