წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც მზის სხივის ხელით დაჭერა უნდა; ის თითებს კეცავს, ჰგონია, რომ სხივი მოიმწყვდია, შემდეგ შლის და ხედავს, რომ ხელისგულზე არაფერი უდევს. ასევე შეუძლებელია ადამიანისათვის გაელვების შეჩერება. დრო მიდის როგორ...
იხილეთ სრულად
წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც მზის სხივის ხელით დაჭერა უნდა; ის თითებს კეცავს, ჰგონია, რომ სხივი მოიმწყვდია, შემდეგ შლის და ხედავს, რომ ხელისგულზე არაფერი უდევს. ასევე შეუძლებელია ადამიანისათვის გაელვების შეჩერება. დრო მიდის როგორც ფართო, უხმაურო მდინარე. ადამიანი რასაც უნდა აკეთებდეს: ეძინოს თუ მღვიძარებდეს, მუშაობდეს თუ ლოცულობდეს, ცხოვრების არსზე ფიქრობდეს, თუ თავისი ვნებების ამაოებაში იყოს ჩაფლული, საათ-საათ, დღე და დღე ამ მდინარის დინების შე...
სიყვარული არ იქნება იქ, სადაც ადამიანები საკუთარ თავში ხედავენ სიკეთეს, ხოლო მოყვასში - ბოროტებას. "ანუ რაისა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თავლსა შინა შენსა არა განიცდი? ორგულო! აღმოიღე პირველად სირე თვალისაგ...
იხილეთ სრულად
სიყვარული არ იქნება იქ, სადაც ადამიანები საკუთარ თავში ხედავენ სიკეთეს, ხოლო მოყვასში - ბოროტებას. "ანუ რაისა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თავლსა შინა შენსა არა განიცდი? ორგულო! აღმოიღე პირველად სირე თვალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თვალისაგან ძმისა შენისა" (მათე 7, 3-5).
ორგულება უფლის ღალატია. ქრისტიანისთვის ეს უმძიმესი ბრალდებაა. მაშ, ნუ ვიქნებით ორგულნი. ნუ შევეცდებით ჩვენს ცხოვრებაში არსებული ტრაგიკული მ...
სიყვარული - აი, მთავარი საფუძველი ადამიანთა ბედნიერებისა. თუკი სიყვარული არ გვექნება, მთელი მსოფლიოც რომ შევიძინოთ, ბედნიერი ვერ ვიქნებით. "რამეთუ რაი სარგებელ ეყოს კაცსა უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათე...
იხილეთ სრულად
სიყვარული - აი, მთავარი საფუძველი ადამიანთა ბედნიერებისა. თუკი სიყვარული არ გვექნება, მთელი მსოფლიოც რომ შევიძინოთ, ბედნიერი ვერ ვიქნებით. "რამეთუ რაი სარგებელ ეყოს კაცსა უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათე 16, 26).
რა ფასი აქვს ჩვენს ცხოვრებას, თუკი ჩვენ გულში იქნება მოყვასისადმი სიძულვილი და უნდობლობა, თუკი ჩვენი გული, რომელიც უნდა იყოს ტაძარი ღვთისა, გახდება სადგური ბოროტი სულისა.
სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ამაყობს. ის, ვინც ყველა ადამიანის გულმხურვალე მოყვარულია, თავის თავს სხვებზე მაღლა არ აყენებს, არამედ ყველას წინაშე თავმდაბალია; თანასწორებთან თავაზიანი და მათი პატივისმცემელია; მშრომელი მუშა ხალხის შე...
იხილეთ სრულად
სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ამაყობს. ის, ვინც ყველა ადამიანის გულმხურვალე მოყვარულია, თავის თავს სხვებზე მაღლა არ აყენებს, არამედ ყველას წინაშე თავმდაბალია; თანასწორებთან თავაზიანი და მათი პატივისმცემელია; მშრომელი მუშა ხალხის შემწყნარებელი კეთილის მსურველია; არავის არ დაცინის, უპატიურს არავის აკადრებს, სახელს არ უტეხავს და ა.შ. ყოველივე კეთილს ღმერთს მიაწერს, არა საკუთარ თავს.
რელიგია - ეს კავშირია, მაგრამ დინამიური კავშირი, რომელიც დაახლოებასა და შეერთებას გულისხმობს. შეერთება მხოლოდ მიმსგავსებულობით არის შესაძლებელი, ამიტომ რელიგია ადამიანის სამშვინველის ღვთაებასათან მიმსგავსებისა და იმასთან ბრძოლის გ...
იხილეთ სრულად
რელიგია - ეს კავშირია, მაგრამ დინამიური კავშირი, რომელიც დაახლოებასა და შეერთებას გულისხმობს. შეერთება მხოლოდ მიმსგავსებულობით არის შესაძლებელი, ამიტომ რელიგია ადამიანის სამშვინველის ღვთაებასათან მიმსგავსებისა და იმასთან ბრძოლის გზას წარმოადგენს, რასაც სამშვინველი უცხო ყოფიერებასთან, ღვთის სახის დაკარგვასთან მიჰყავს, ანუ იმასთან, რასაც უმსგავსობა ჰქვია.
სიყვარული არ დავარდება. ჭეშმარიტი სიყვარული მტკიცეა, ვით სიკვდილი, დიდ წყალსაც არ შეუძლია მისი ჩაქრობა, ამბობს სიტყვა ღვთისა (ქებათა-ქება). აი, საყვარელნო, რა თვისებას და მოქმედებას იჩენს ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი.
უფ...
იხილეთ სრულად
სიყვარული არ დავარდება. ჭეშმარიტი სიყვარული მტკიცეა, ვით სიკვდილი, დიდ წყალსაც არ შეუძლია მისი ჩაქრობა, ამბობს სიტყვა ღვთისა (ქებათა-ქება). აი, საყვარელნო, რა თვისებას და მოქმედებას იჩენს ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი.
უფალო, გარდააქციე გაქვავებული ჩვენი გული, რათამცა მთელი ძალით შეგიყვაროს შენ და შენი მოყვარული იყოს. ამინ.