ღმერთი მართლმსაჯულია, გულისა და თირკმლის განმკითხველი. შენი გული რამდენჯერ შეკრთება და თირკმელში რამდენი წვეთი გაივლის, იმას ითვლის უფალი, მაგრამ მართლმსაჯულია და ჯოჯოხეთი აქვს. ღმერთი, როცა ქვეყნის განსჯა სურს, იმ ადგილიდან თვალს...
იხილეთ სრულად
ღმერთი მართლმსაჯულია, გულისა და თირკმლის განმკითხველი. შენი გული რამდენჯერ შეკრთება და თირკმელში რამდენი წვეთი გაივლის, იმას ითვლის უფალი, მაგრამ მართლმსაჯულია და ჯოჯოხეთი აქვს. ღმერთი, როცა ქვეყნის განსჯა სურს, იმ ადგილიდან თვალს მიიბუნებს. ჯოჯოხეთი ღვთისგან განშორებაა. იმ ადგილიდან უფალს მოშორებული აქვს თვალი, იქ მარადიული ტანჯვაა. როცა გარდაიცვლება ადამიანი და ხორციელად განგვეშორება, ვწუხვართ. მაგრამ რამდენად საშიშია ღმერთთან განშორება? უფალი ...
ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს. შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშ...
იხილეთ სრულად
ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს. შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშინათვე სჯის. იგი ელის, ვიდრე გზააბნეული თვითონ იპოვის ჭეშმარიტ გზას. იგი უმზერს და დუმს. ელის და არასოდეს იგვიანებს. მიუწვდომელია საკუთარ სიბრძნეში და საოცარია საკუთარი წყალობით.
ღმერთს არ უხმს დიდი დრო სინანულისთვის. ცოდვილი, როგორც კი გულის შემუსვრილებით აღიარებს ცოდვას, მყისვე განმართლდება, როგორც კი გულწრფელად ინანიებს, შეწყალებული იქნება. დრო კი არ იქმს საღმრთო სიმართლეს, არამედ აღმსარებლის გულმოდგინე...
იხილეთ სრულად
ღმერთს არ უხმს დიდი დრო სინანულისთვის. ცოდვილი, როგორც კი გულის შემუსვრილებით აღიარებს ცოდვას, მყისვე განმართლდება, როგორც კი გულწრფელად ინანიებს, შეწყალებული იქნება. დრო კი არ იქმს საღმრთო სიმართლეს, არამედ აღმსარებლის გულმოდგინება აღხოცავს ცოდვას; რამეთუ შესაძლოა მრავალი ხნის განმავლობაში იცხოვრო სინანულით, მაგრამ ვერ ჰპოვო ხსნა და მოკლე დროში კი გულწრფელი სინანულით გამოხსნილ იქნე ცოდვისაგან.
სხვაა მონანულის სიმდაბლე, რომელიც მწუხარებითაა სავსე და სხვაა სინდისის ქენჯნა მათი, ვინც ჯერ კიდევ ცოდვაშია და სულ სხვაა, ნეტარი და მდიდარი სიმდაბლე, რომელიც ღვთის განსაკუთრებული განგებულებით მკვიდრდება სრულქმნილებაში.
უპირველესად ყოვლისა მუდამ ის უნდა შევთხოვოთ ხოლმე უფალს, რომ სინანული და საუკუნო ტანჯვის შიში მოგვმადლოს ჩვენ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებისა და მოთმინების მრავალგზის უარმყოფელთ, რათა ამ გზით აღგვადგინოს.
ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა.
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემო დავინახეთ, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილი და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ქვია სინდისის მხილება...
იხილეთ სრულად
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემო დავინახეთ, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილი და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ქვია სინდისის მხილება და ჩვენება? ამისთვის ყოვლადვე დაუმტკიცებელია მარტო სინდისზე მიყრდნობა თვინიერ ღვთის და ჩვენი სულის უკვდავების რწმენისა, რადგანაც ამ შემთხვევაში სინდისის ჩვენება კეთილისა და ბოროტისა უმიზნოა და უმიზნოდ კი ადამიანის ცხოვრ...