იმისათვის, რომ გახდე ერთიანი, როგორც უფალი ამბობს: “რათა ყოველნი ერთ-იყუნენ” (იოან. 17-21). არ გვჭირდება ჩვენ არაფრის გამოგონება, ყველას ჩვენ ერთიანი ბუნება გვაქვს, ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა ჩვენ ყველა გვიყვარდეს; ხოლო ძალას, რომ ...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ გახდე ერთიანი, როგორც უფალი ამბობს: “რათა ყოველნი ერთ-იყუნენ” (იოან. 17-21). არ გვჭირდება ჩვენ არაფრის გამოგონება, ყველას ჩვენ ერთიანი ბუნება გვაქვს, ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა ჩვენ ყველა გვიყვარდეს; ხოლო ძალას, რომ გვიყვარდეს, იძლევა სულიწმიდა.
საღმრთო წერილის მიხედვით, თუ ვინმეს მუშაობის ძალა შეწევს, მაგრამ არ მუშოაბს, იგი მუქთახორა და მავნე წევრის საზოგადოებისათვის. ასეთი ადამიანების შესახებ წერს მოციქული: "უკეთუ ვისმე არ უნებს საქმის, ნუცა სჭამნ" (2 თეს. 3, 10).
შრომა კაცის ბუნებას ეჯავრება და სიამოვნებას, სიტკბოებას კი კაცის ბუნება ეტანება. მთელი კაცობრიობის ცხოვრება ამ ორთა გრძნობათა ბრძოლაა, ერთი მხრივ იბრძვის შრომის სიძულვილი, მეორე მხრივ სიამოვნების სურვილი.
ჩვენში კი, საყვარელნო, ფიზიკური შრომა არა იშვიათად სათაკილოდ მიაჩნიათ. სამართლიანია განა ასეთი დამოკიდებულება ფიზიკურ შრომისადმი? მეცნიერული განათლება განა აძლევს უფლებას ადამიანს, რომ უგულებელყოს მან ხელოსნობა და სხვადასხვა სამეუ...
იხილეთ სრულად
ჩვენში კი, საყვარელნო, ფიზიკური შრომა არა იშვიათად სათაკილოდ მიაჩნიათ. სამართლიანია განა ასეთი დამოკიდებულება ფიზიკურ შრომისადმი? მეცნიერული განათლება განა აძლევს უფლებას ადამიანს, რომ უგულებელყოს მან ხელოსნობა და სხვადასხვა სამეურნეო თუ საოჯახო სამუშევრები, საჭირო და აუცილებელი ადამიანისათვის სამარდღეო ცხოვრებაში? ან როგორი შრომა ჩაითვლება დამამცირებლად ადამიანის ღირსებისათვის? ფრიად სამოძღვრებელ მაგალითს ამ შემთხვევაში გვაძლევს ჩვენ მისი სახით,...
კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილა.
წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე რომ მთების და...
იხილეთ სრულად
კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილა.
წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
სიყვარული სულგრძელია და ტკბილი;
სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ...
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკო...
იხილეთ სრულად
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულებით დღესდღეობით არაფერი კეთდება.
ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შემს კარზე მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან ...
იხილეთ სრულად
ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შემს კარზე მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს. (რჯლ. 24, 14-15).
ისე შეიყვარა უფალმა ადამიანი, რომ მისცა მას სულიწმიდა და სულიწმიდაში ადამიანი გახდა ღმერთის მსგავსი. ისინი, რომელთაც არ სჯერათ ამისი და არ ლოცულობენ წმინდანებით, ვერ შეიცნობენ როგორ უყვარს უფალს ადამიანი და როგორ განადიდა იგი.