იქნებ რომელიმე თქვენგანს ჯვრის ტარებისაც ეშინია? ეუხერხულება ჯვრით მივიდეს ექიმთან ან აბანოში? შესთხოვეთ მოწყალე უფალს პატიება იმისთვის, რომ არ გყოფნით გამბედაობა მისი სახელის აშკარად აღსარებისა. ნურასოდეს მოიხსნით ჯვარს, მუდამ ატ...
იხილეთ სრულად
იქნებ რომელიმე თქვენგანს ჯვრის ტარებისაც ეშინია? ეუხერხულება ჯვრით მივიდეს ექიმთან ან აბანოში? შესთხოვეთ მოწყალე უფალს პატიება იმისთვის, რომ არ გყოფნით გამბედაობა მისი სახელის აშკარად აღსარებისა. ნურასოდეს მოიხსნით ჯვარს, მუდამ ატარეთ იგი, რომელიც მღვდელმა ნათლობის საიდუმლოებისას ჩამოგკიდათ.
ჯვრით დაცულები წინ აღვუდგებით მტერს და არ გვეშინია მისი მზაკვრობისა.
ოდეს შეხედავ ჯვარს ან ემთხვევი, ან გამოისახავ, მაშინვე გოლგოთას მთა და ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ ეს შენი განათლებისა, გამოხსნისა და ცხონებისათვის მოხდა. ამიტომ ეცადე, რომ შენც გერგოს ეს მადლი და გეშინოდე...
იხილეთ სრულად
ოდეს შეხედავ ჯვარს ან ემთხვევი, ან გამოისახავ, მაშინვე გოლგოთას მთა და ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ ეს შენი განათლებისა, გამოხსნისა და ცხონებისათვის მოხდა. ამიტომ ეცადე, რომ შენც გერგოს ეს მადლი და გეშინოდეს, რომ ცუდი ცხოვრებით ჯვარცმა ქრისტესი არ გააუქმო.
ადამიანური ჯვრები უბრალოდ პატარა ჯვრებია, რომლებიც ჩვენი სულების ხსნაში შეგვეწევიან. ქრისტეს ჯვარი კი მეტად მძიმე იყო, რადგან ის თავისთვის თვისი ღვთაებრივი ძალით არ სარგებლობდა.
ჯოჯოხეთი არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნებით დაშვებულ წამების ადგილად. ჯოჯოხეთი არსობრივად ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგად გვერგება, რაც სრულიად გამორიცხავს მასში ღმერთის მონაწილეობას. როდესაც ადამიანი ეუბნება ღმერთს: „გარეიქეც ჩემგა...
იხილეთ სრულად
ჯოჯოხეთი არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნებით დაშვებულ წამების ადგილად. ჯოჯოხეთი არსობრივად ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგად გვერგება, რაც სრულიად გამორიცხავს მასში ღმერთის მონაწილეობას. როდესაც ადამიანი ეუბნება ღმერთს: „გარეიქეც ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს“ (იობ. 21, 14), მაშინ უფალი, მიუხედავად თავისი ყოვლადსახიერებისა, მის ძალით გადარჩენას არ ეცდება. ღმერთი სამართლიანია, იგი ანიჭებს ასეთ ადამიანს უფლებას, გამოიყენოს თავის არჩევანი: ცოდ...
ჯვრით მსვლელობისას უფალს შევთხოვთ:
უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე!
ყველა ნიშანთა შორის, რომელთაც ჩვენ ვატარებთ, ჯვარი პირველ ადგილზე დგას. რამეთუ, მას ჯერ კიდევ ქრისტეს გოლგოთაზე ყოფნისას მიეცა ძა...
იხილეთ სრულად
ჯვრით მსვლელობისას უფალს შევთხოვთ:
უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე!
ყველა ნიშანთა შორის, რომელთაც ჩვენ ვატარებთ, ჯვარი პირველ ადგილზე დგას. რამეთუ, მას ჯერ კიდევ ქრისტეს გოლგოთაზე ყოფნისას მიეცა ძალა, რათა განედევნა უწმინდური. გამოეჯანმრთელებინა, განეწმინდა და გაენათლებინა ადამიანები და ცხოველები, საცხოვრებლები და სახლები.
ჯვრის გარეშე ვერავინ შევა სამოთხეში. ოღონდ ჩვენ ჩვენი ჯვარი მაღლა უნდა გვეჭიროს, ძირს კი არ უნდა ვათრიოთ. ხოლო იმისთვის, რომ ჯვარი მაღლა გვეჭიროს, აუცილებელია სულიერ მიზანს ვხედავდეთ.
მნიშვნელოვანია სხეულის ჯანმრთელობა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობა და იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც სული სხეულს აღემატება.