სულიერი მოძღვარი - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მოძღვარი - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მოძღვარი, გამონათქვამები, ციტატები
თუკი ღვთის სახის ხილვა გსურთ, ქრისტესმიერ მამას ნუ დაამწუხრებთ. ვინც მას ამწუხრებს, იცოდეს, რომ ქრისტეს ამწუხრებს და როგორღა იხილავს მას გარდაცვალების შემდეგ?
სულიერი მოძღვრისადმი რწმენა და სიყვარული გააზრებულად, გულმოდგინებით დაიცავით, რადგან სულის სიცოცხლე და სიკვდილი ამაზეა დამოკიდებული.
შეცდომით მიცემულ ბრძანებასაც რომ ასრულებდეს, ღმერთი მას მორჩილებისთვის აკურთხებს.
მამა იოსებთან ყოფნისას ჩვენც მორჩილები ვიყავით და ვასრულებდით მორჩილების საქმეს, ყოველდღიურად ვშრომობდით. საუფლო ლაშქრობაში გამოცდილი მეგზურის – ჩვენი სულიერი მამის წინამძღოლობით და იმ წესის დაცვით, რომელიც გვქონდა, ზოგიერთმა მამა... იხილეთ სრულად
ყური მივუგდოთ ჩვენს სინდისს და მოძღვრისგან დაუკითხავად ნურაფერს მოვიმოქმედებთ.